ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმი-2017

                  21 - დან   28  ივლისის  ჩათვლით , ქ ბათუმში,  გაიმართა  საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი  ‘’  ბათუმი – 2017’’  8,10,  12 და 14  წლამდე  ასაკის  ჭაბუკთა  და გოგონათა  შორის. 

ტურნირი გაიმართა  შვეიცარული სისტემით 7  ტურად. მონაწილეობდნენ 5 ქვეყნის   მოჭადრაკეები –  საქართველო, აზერბაიჯანი,  სომხეთი, რუსეთი  და ყაზახეთი.  სულ  100-მდე  მოჭადრაკე . ორგანიზატორები  –  აჭარის ჭადრაკის ფედერაცია  და  აჭარის არ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  დეპარტამენტი.   4 ასაკობრივ კატეგორიაში, ცალ-ცალკე გოგონებსა და ჭაბუკებში,  გამოვლინდა  40 გამარჯვებული, (პირველი  ხუთეული).

                დაწესებული იყო  ფედერაციის  ყოფილი პრეზიდენტის შოთა  ჭურკვეიძისა და   მწვრთნელის  ისიდორე გოგეშვილის  თასები  და  საჩუქრები, რომლებიც გადაეცათ ადგილობრივ მოჭადრაკეს–ანასტასია გორგილაძეს  და ბათუმელ მწვრთნელს ფელიქს მელქონოანს.

                  ასევე  ფესტივალზე  დაწესებული  იყო  ყოფილი  მოჭადრაკის  გია  მახარაძის  სახელობის  თასი, რომელიც    ჭადრაკის  კომპლექტთან და საჭადრაკო ელექტრონულ  საათთან    ერთად  გადაეცათ  ხულოელ მოჭადრაკე  უჩა  იაკობაძეს  და მის  მწვრთნელს  შუქრი  შავაძეს.

               ოთხივე ასაკობრივ  ჯგუფში გამარჯვებული  მოჭადრაკეები  დაჯილდოვდნენ  მედლებით, სიგელებით და ფულადი ჯილდოთი (საპრიზო ფონდი 5000 ლ.), ხოლო  ჩემპიონებს  (8 მოჭადრაკე)  გადაეცათ  აგრეთვე  თასები. საჩუქრები გადაეცათ ასევე  ფესტივალის  ყველაზე  პატარა  მონაწილეებს – მარიამ  ჩიბირაშვილსა  და  ლევან  მიქელაძეს.

             სიგელები და სამახსოვრო  საჩუქრები გადაეცათ  ფესტივალზე  ჩამოსულ მწვრთნელებსაც.

            გარდა  ამისა,   დებულებით  გათვალისწინებული  იყო  კონკურსი  მწვრთნელთა  შორის. გამოვლინდა  5  გამარჯვებული  მწვრთნელი ,  რომლებიც  დაჯილდოვდნენ  შესაბამისი  ფასიანი  საჩუქრებით.

           ჩემპიონები გახდნენ:

 

 8 წლ.გოგონა- კესარია  მგელაძე                                      8 წლ. ჭაბ.- ჯავიდ  გურბანლი

 

10 წლ.გოგონა- ანასტასია  გორგილაძე                          10 წლ.ჭაბ.- ნიკა  დარსალია

                                                                    

12 წლ.გოგონა- ეკატერინე  ცივაძე                                  12 წლ.ჭაბ.- გევორქ პეტროსიანი                                                                      

                                                                                              

14 წლ.გოგონა- დეა  ბედოშვილი                                    14 წლ.ჭაბ.- ნოდარ  მამულაძე

                                                                                             

 

  • სათაური: ბათუმი-2017
  • ავტორი:
  • თარიღი: 08-08-2017 9:49 PM
  • Tags:
Top