
საერთაშორისო დიდოსტატ ლევან ფანცულაიას, გამარჯვებით დასრულდა დუბაიში გამართული ტურნირი ელვისებურ (ბლიცი) ჭადრაკში!
გამარჯვებულმა 9-დან 7,5 ქულით პირველობა აზერბაიჯანელ დიდოსტატ ელტაჟ საფარლისთან ერთად გაინაწილა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით დაჯაბნა მეტოქე.
7-7 ქულით III-VII ადგილები გაინაწილეს: სალეჰ სალემმა (ეგვიპტე),ანტონ კორობოვმა (უკრაინა), ბარტოშ სოჩკომ (პოლონეთი),სერგეი ჟიგალკომ (ბელორუსია) და გევეინ ჯონსმა (ინგლისი).
ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე მიხეილ მჭედლიშვილი 6,5 ქულით IX ადგილზე გავიდა.

- სათაური: ბლიც-ტურნირი ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 09-04-2017 12:33 AM
- Tags: