
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
21.12-30.12.2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. მიზანი და ამოცანები:
- საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
- ბ. გურგენიძის თასის გამარჯვებულების გამოვლენა.
2. მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა რეიტინგიან მოჭადრაკეს (საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის ნომინაციით).
ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო შესატანებს)
გაიღებენ თვით მონაწილენი ან მათი მომავლინებელი ორგანიზაციები.
3. სისტემა, დროის კონტროლი: გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად.
თითოეულ მონაწილეს 90 წთ. პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.
კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით – SwissManager.
4. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის
მიხედვით. თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
- ბუჰგოლცი-1 (უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი;
- მოგებების რაოდენობა;
- პროგრესი (რეგრესით).
5. კვალიფიკაცია: ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
6. სატურნირო შესატანი: - 20 ლარი (დიდოსტატები, საერთაშორისო ოსტატები და სოციალურად
დაუცველები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანისგან).
7. ტურნირის განრიგი :
ტური |
თარიღი |
დრო |
|
რეგისტრაც. |
21 დეკემბერი |
1100 – 1700 |
|
გახსნა |
22 დეკემბერი |
15.00 |
|
I ტური |
22 დეკემბერი |
1500 |
|
II ტური |
23 დეკემბერი |
1500 |
|
III ტური |
24 დეკემბერი |
1500 |
|
IV ტური |
25 დეკემბერი |
1500 |
|
V ტური |
26 დეკემბერი |
1500 |
|
VI ტური |
27 დეკემბერი |
1500 |
|
VII ტური |
28 დეკემბერი |
1500 |
|
VIII ტური |
29 დეკემბერი |
1500 |
|
IX ტური |
30 დეკემბერი |
1100 |
|
დახურვა |
30 დეკემბერი |
|
|
8. პრიზები: საპრიზო ფონდია 7 900 ლარი.
ვაჟები |
1300 |
1000 |
600 |
2900 |
ქალები |
700 |
400 |
300 |
1400 |
14 წ.ჭაბუკი (2003 წ. და შემდეგ დაბადებულნი) |
200(ვაუჩერი) |
150(ვაუჩერი) |
100(ვაუჩერი) |
450 |
14წ. გოგონა (2003 წ. და შემდეგ დაბადებულნი) |
200(ვაუჩერი) |
150(ვაუჩერი) |
100(ვაუჩერი) |
450 |
12 წ.ჭაბუკი (2005 წ. და შემდეგ დაბადებულნი) |
200(ვაუჩერი) |
150(ვაუჩერი) |
100(ვაუჩერი) |
450 |
12წ. გოგონა (2005 წ. და შემდეგ დაბადებულნი) |
200(ვაუჩერი) |
150(ვაუჩერი) |
100(ვაუჩერი) |
450 |
10წ. ჭაბუკი (2007 წ. და შემდეგ დაბადებულნი) |
200(ვაუჩერი) |
150(ვაუჩერი) |
100(ვაუჩერი) |
450 |
10წ. გოგონა (2007 წ. და შემდეგ დაბადებულნი) |
200(ვაუჩერი) |
150(ვაუჩერი) |
100(ვაუჩერი) |
450 |
8წ. ჭაბუკი (2009 წ. და შემდეგ დაბადებულნი) |
200(ვაუჩერი) |
150(ვაუჩერი) |
100(ვაუჩერი) |
450 |
8წ. გოგონა (2009 წ. და შემდეგ დაბადებულნი) |
200(ვაუჩერი) |
150(ვაუჩერი) |
100(ვაუჩერი) |
450 |
- I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ვაჟთა და ქალთა შორის გადაეცემათ თასი, მედლები და
დიპლომები.
- I I-I I I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ვაჟთა და ქალთა შორის გადაეცემათ მედლები და
დიპლომები.
- ყველა ასაკობრივ ჯგში I-I I I ადგილზე გასულ მოჭადრაკე ჭაბუკებს და გოგონებს გადაეცემათ მედლები და დიპლომები.
- პრიზები არ გაიყოფა. თითოეული გამარჯვებული მიიღებს ერთ უმაღლეს პრიზს.
- თანაბარი პრიზის აღების შემთხვევაში ყველა მონაწილე მიიღებს პრიზს თავის ნომინაციაში.
- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის
შესაბამისად.
- . საერთო წესები:
- ტურის დაწყებიდან 1 საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების
შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის
მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.
ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნოს:
დათო კოდუა - მობ: 593 60 09 11. ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com
რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან. ტელ: 2-99-77-36, მობ: 5-58 11 86 83.
ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

- სათაური: ბ. გურგენიძის VIII თასი - 2017 (რეიტინგ-ტურნირი)
- ავტორი:
- თარიღი: 13-12-2017 3:29 PM
- Tags: