ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გამარჯვებული დამატებითებმა გაარკვია!

 

პირველობა გაინაწილეს  მსოფლიოს ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა და მსოფლიო რეიტინგ-სიის ტოპ ათეულის წარმომადგენელმა ანიშ გირიმ (რომელიც ამავე დროს ქართველთა სიძეცაა - საერთაშორისო დიდოსტატის, სოფიკო გურამიშვილის მეუღლე) ჰოლანდიის ვეიკ-ან-ზეეში დასრულებულ ტრადიციულ ასპარეზობაზე! სატურნირო რეგლამენტის მიხედვით მეტოქეებმა გამარჯვებული დამატებითი ტაი-ბრეიქის საშუალებით გამოავლინეს.კარლსენმა პირველივე პარტიაში დამაჯერებლად გადაითამაშა გირი და მეორე პარტიაში უკვე ყაიმი ეყო სამატჩო  გამარჯვებისათვის.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი - მაგნუს კარლსენი (ნორვეგია;2834) - 9 ქულა

II  ადგილი - ანიშ გირი - (ჰოლნადია;2752)  - 9 ქულა;

III – IV ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი;2787), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი;2804)  - 8,5 ქულა;

V-VI - ვიში ანანდი (ინდოეთი;2767);უესლი სო(აშშ;2792)- 8 ქულა;

VII - სერგეი კარიაკინი (რუსეთი;2753) – 7,5 ქულა;

VIII - პიოტრ სვიდლერი (რუსეთი;2768) – 6 ქულა;

IX  - ვეი იუ (ჩინეთი;2743) – 5,5 ქულა;

X-XII – გევეინ  ჯონსი (ინგლისი;2640) – 5 ქულა; მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი;2718),ფაბიანო კარუანა (იტალია;2811) – 5 ქულა;

XIII - ადიბანი (ინდოეთი;2655) – 3,5 ქულა;

XIV - ჰოუ იფანი (ჩინეთი;2680) – 2,5 ქულა.

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: გამარჯვებული დამატებითებმა გაარკვია!
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-01-2018 2:35 AM
  • Tags:
Top