ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გამგეობა წელს პირველად შეიკრიბა

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა

 ოქმი # 1                           

 31.01.2018 წ. 

 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე,  აკ. იაშვილი, ნ. გაფრინდაშვილი,                         

                 ნ. იოსელიანი,  ზ. აზმაიფარაშვილი,  დ. გურგენიძე,  გ. მაჭარაშვილი,  ე. ზენაიშვილი,            

                 ლ. ჯანჯღავა, ალ. არსენიძე,  ხვ. სუპატაშვილი, გ. თანდარაშვილი,  ს. გვეტაძე,                              

                 მ. მილორავა.

                 სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

 

     დღის წესრიგი:

 

  1. 2018 წლის მსოფლიო 43-ე  საჭადრაკო ოლიმპიადის (23.09-06.10.2018 წ. ქ.ბათუმი) მზადების შესახებ (ხელშემწყობი სამთავრობო  კომისიის შექმნა) /გ. გიორგაძე/;
  2. ფიდეს კომისიის ვიზიტის შესახებ /ზ. აზმაიფარაშვილი, გ. გიორგაძე/;
  3. 2018 წლის ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში  ზ. აზმაიფარაშვილის                                                       წარდგენის შესახებ /გ. გიორგაძე/;
  4. საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის შედეგების განხილვა /ზ.მიქაძე/;
  5. ვაჟთა სტიპენდიების განხილვა /ზ.მიქაძე/;
  6. საქართველოს სენიორთა ჩემპიონატის შედეგების განხილვა /ზ.მიქაძე/;
  7. ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ”თიბისი” ბანკის სესხის დაფარვის შესახებ /გ.გიორგაზე/;
  8. იფორმაცია ქ. თბილისის მწვრთნელებისათვის ლ.ჯანჯღავას სემინარის შესახებ /ლ/ჯანჯღავა/;
  9. სხვადასხვა.

 

  გამგეობის გადაწყვეტილებები:

 

  1. ინფორმაცია 2018 წლის მსოფლიო 43-ე  საჭადრაკო ოლიმპიადის (23.09-06.10.2018 წ. ქ.ბათუმი) მზადების (ხელშემწყობი სამთავრობო  კომისიის შექმნის) შესახებ მიღებულ იქნას ცნობად;
  2. ინფორმაცია ფიდეს კომისიის ვიზიტის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად;
  3. გამგეობის წევრებმა მხარი დაუჭირეს 2018 წლის ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში  ზ. აზმაიფარაშვილის   წარდგენის საკითხს. მიიღეს გადაწყვეტილება: მსოფლიო 43-ე  საჭადრაკო ოლიმპიადის (23.09-06.10.2018 წ. ქ.ბათუმი) დროს გასამართ ესკ-ს (ევროპის საჭადრაკო კავშირის) საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგენილ იქნას ზ. აზმაიფარაშვილი  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად;
  4. ინფორმაცია ჩატარებული საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის შესახებ   მიღებულ იქნას ცნობად. შედეგები შეფასდეს დამაკმაყოფილებლად;
  5.  ვაჟთა კომისიის თავმჯდომარესთან   ზ. სტურუასთან შეთანხმებით ვაჟთა სტიპენდიები  წარმოადგინა ზ.მიქაძემ. ვაჟთა  სტიპენდიები წარმოდგენილი სახით დამტკიცდა.
  6.  ინფორმაცია ჩატარებული საქართველოს სენიორთა ჩემპიონატის შესახებ   მიღებულ იქნას ცნობად. შედეგები შეფასდეს დამაკმაყოფილებლად;
  7.  ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ”თიბისი” ბანკის სესხის დაფარვის შესახებ   მიღებულ იქნას ცნობად;  
  8.  იფორმაცია ქ. თბილისის მწვრთნელებისათვის ლ.ჯანჯღავას სემინარის შესახებ  მიღებულ იქნას ცნობად. შედეგები შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.

 

                   სხდომის თავ – რე: გიორგი გიორგაძე

 

                                     მდივანი: მარგალიტა თანდაშვილი 

  • სათაური: გამგეობა წელს პირველად შეიკრიბა
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-02-2018 4:44 PM
  • Tags:
Top