
19 აპრილიდან ბათუმი ქალთა მსოფლიო გრან პრის სერიის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს. პირველად გრან პრის სერიის ტურნირების ისტორიაში, შეჯიბრში ერთბაშად 4 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს. ფიდეს გადაწყვეტილებით გრან პრის სერიის ტურნირთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.შესაბამისად დაემატა მონაწილეთა რაოდენობა და ჩვენდა სასიხარულოდ კიდევ 2 ქართველ მოჭადრაკეს მიეცა შანსი იბრძოლონ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის.
ბათუმური ტურნირის მონაწილენი:
1.ნანა ძაგნიძე (საქართველო);
2.მარია მუზიჩუკი (უკრაინა);
3.ჟაო ქსიუ (ჩინეთი);
4.ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი);
5.ვალენტინა გუნინა (რუსეთი); ;
6.ხარიკა დრონოვალი (ინდოეთი);
7.ანა მუზიჩუკი (უკრაინა);
8.ნინო ბაციაშვილი (საქართველო);
9.ოლგა გირია (რუსეთი);
10.ბელა ხოტენაშვილი (საქართველო);
11.ლელა ჯავახიშვილი (საქართველო);
12.ელინა დანიელიანი (სომხეთი);

- სათაური: გრან პრის ეტაპზე 4 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს!
- ავტორი:
- თარიღი: 04-04-2016 8:06 PM
- Tags: