
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ვაჟთა შორის ქართული გრან პრის მესამე ეტაპის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში.
9-დან 7,5 ქულით პირველობა დამაჯერებლად მოიპოვა საერთაშორისო ოსტატმა ივერი ჭიღლაძემ. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ საერთაშორისო დიდოსტატები:
2.გიგა ყუფარაძე
3.ალექსანდრ ფიერი
4.მიხეილ კეკელიძე
სულ ასპარეზობაში სამი ქვეყნის (საქართველო,რუსეთი, ბრაზილია) 48 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

- სათაური: გრან პრი სწრაფ ჭადრაკში...
- ავტორი:
- თარიღი: 30-06-2017 11:17 PM
- Tags: