ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა!

შესანიშნავად ითამაშა დავით  ჯოჯუამ ესპანეთის  ალმერიაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე!

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად  გაიმართა და 7 ქულით პირველობა ერთბაშად 8 მონაწილემ: ჯოჯუამ (საქართველო), ფორსენმა(ესპანეთი),სვეტუხინმა (მოლდავეთი), კლეკოვსკი (პოლონეთი),კორპამ (უნგეთი), კუენსამ (ესპანეთი), პალვეტმა (ვენესუელა) და ლიუმ  (ჩინეთი) გაინაწილა. დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ქართველ მოჭადრაკეს ერგო.

 სულ შეჯიბრში 25 ქვეყნის 168 მოჭადრაკე მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ტურნირი ტრადიციულია და  წელს  29-ედ გაიმართა.

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: დავით ჯოჯუას გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-01-2018 8:11 PM
  • Tags:
Top