
საერთაშორისო დიდოსტატ მირანდა მიქაძის დამაჯერებელი ლიდერობით დასრულდა საქართველოს 74-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა!
გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და მარცხის გარეშე დაასრულა ასპარეზობა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს: თამარ წერეთელმა და სოფიო გვეტაძემ. 6-6 ქულით IV-V ადგილები გაინაწილეს: ანა კუჭავამ და ნინო ხურციძემ.
ხუთივე მოჭადრაკემ მოიპოვა საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება.

- სათაური: დამაჯერებლად გაიმარჯვა!
- ავტორი:
- თარიღი: 25-11-2016 3:01 AM
- Tags: