ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დასვენების დღის წინ...

ტურის მთავარი  სენსაცია დაფიქსირდა გავაშელ - ხოტენაშვილის შეხვედრაში. მეტოქეებს შორის მიუხედავად 300-ქულიანი სხვაობისა პარტია თეთრი ფიგურებით მოთამაშე გავაშელის სასარგებლოდ დასრულდა. ტურის მეორე შედეგიანი პარტია არაბიძესა და ხომერიკს შორის შედგა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა და შეიძლება ითქვას უპირატესობა ხელიდან ხელშ გადადიოდა. თუმცა, საბოლოოდ უფრო გამოცდილმა დ ატიუტლოვნამ აარაბიზემ იმარჯვა. დანარჩენი შეხვედრები ფრედ დასრულდა.

 

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ:

 

1.ლელა ჯავახიშვილი - 5 ქულა

2.სალომე მელია  - 4,5 ქულა

3.მაია ლომინაიშვილი - 3,5 ქულა

4.სოფიო გვეტაძე - 3 ქულა

5.სოფიკო ხუხაშვილი - 3 ქულა

6.ნინო ხურციძე - 3 ქულა

7.მერი არაბიძე - 3 ქულა

8.ალექსანდრა ვახანია - 3 ქულა

9.მირანდა მიქაძე - 2,5 ქულა

10.ბელა ხოტენაშვილი - 2 ქულა

11.ანა გავაშელი - 2 ქულა

12.ნინო ხომერიკი - 1,5 ქულა.

 

განვლილი ტურების პარტიები

პარტიები ანალიზით

ტექნიკური შედეგები

დებულება

ფოტოგალერეა

 

საქართველოს  ნაკრების  კაპიტანის დავით  ჯოჯუას  მიმოხილვა.

 

ლომინეიშვილი–ჯავახიშვილი, ისევე როგორც, გვეტაძე–მელია დებიუტიდან გასვლის შემდეგ თანაბარ პოზიციებში მალევე დაზავდნენ.

 

გავაშელი–ხოტენაშვილი

დრამატულად წარიმართა ანასა და ბელას დაპირისპირება. შუა თამაშში შავებმა პოზიციურად შეწირა პაიკი და კომპენსაციაც მიიღო. თეთრები შეეცადნენ პოზიცია გაემარტივებინათ, რაც ტაქტიკურად არ აღმოჩნდა გამართლებული, ბელამ ენდშპილში დაიბრუნა პაიკი და ინიციატივაც შეინარჩუნა. შემდგომ შავებმა პაიკიც მოიგეს და პარტიის დასამთავრებლად სულ რამოდენიმე სწორი სვლა უნდა ყოფილიყო საჭირო, მაგრამ ბელამ ჯერ არასწორად გაცვალა ლაზიერები და გაირთულა მოგება, ხოლო შემდეგ თეთრებს საშუალება მისცა დაებლოკა მეფის ფლანგზე პაიკები, რის შემდეგაც პოზიცია გაყაიმდა. იმ დროს როდესაც ყაიმს უნდა შეჰგუებოდა, ბელა წავიდა გაუმართლებელ გართულებებზე, რომელიც მისი მარცხით დასრულდა.

მსგავსი პარტია ნებისმიერმა მოჭადრაკემ შეიძლება დათმოს და რათქმაუნდა, ამ პარტიის გამო ბელას საჭადრაკო ძალაში ეჭვი არავის გვეპარება. მთავარია ტურნირის პროცესში ამ პარტიის სასწრაფოდ დავიწყება და კონცენტრირების მოხდენა შემდგომ ტურებზე.

 

ვახანია–ხუხაშვილი

თეთრებმა დაიწყეს 1მf3-ით, თუმცა შემდეგ პარტია გადავიდა უფიმცევის დაცვაში, სადაც როგორც წესი ორმხრივი, მწვავე თამაშია. გამონაკლისი არც ეს პარტია აღმოჩნდა. თეთრები სერიოზულ უპირატესობას დაეუფლნენ და მათ რომ ეთამაშათ 21მფd2, ალბათ პარტია მათ სასარგებლოდ დასრულდებოდა. შემდგომში, პარტიაში მრავლად იყო უზუსტობები, თეთრებს ბევრგან შეეძლოთ უკეთ თამაში და გადამწყვეტი უპირატესობის მიღება. საბოლოოდ კი საყაიმო პოზიციაში მეტოქეები დაზავდნენ.

 

  არაბიძე–ხომერიკი

თეთრებმა საინტერესოდ გაითამაშეს დებიუტი, შესწირეს პაიკი და კარგი კომპენსაციაც მიიღეს, მოწინააღმდეგის ფიგურების განუვითარებლობის ხარჯზე. თუმცა შემდგომ საშუალება მისცენ შავებს მოეხდინათ ფიგურების კონსოლიდაცია და შუა თამაშში შავებს ზედმეტი პაიკი და უკეთესი პოზიცია დარჩათ. გარკვეულ მომენტამდე ნინო რეალიზაციის დროს კარგად მოქმედებდა, თუმცა საკონტროლო მეორმოცე სვლაზე და 41–ზე სერიოზული შეცდომები დაუშვა და საშუალება მისცა მერის პოზიცია გაეთანაბრებინა. დიდი უპირატესობის ხელიდან გაშვებამ, როგორც სჩანს ძალიან იმოქმედა ნინოზე და შემდეგ 3 სვლაში ეტლიც დასვა და დანებდა.

 

ხურციძე–მიქაძე

გათამაშდა სლავური დაცვა, სადაც თეთრებმა იზოლირებული პაიკი მიიღეს. შუა თამაში თანაბარ, მანევრულ ორთაბრძოლაში წარიმართა. ენდშპილში ნინომ ხელთ იგდო უპირატესობა და სწორი პოზიციური თამაშით მოგებული პოზიციაც მიიღო, თუმცა შემდეგ ნინომ სრულიად დამთავრებულ პოზიციაში, სადაც წესით a და b პაიკს ვერაფერი უშლიდა ხელს ლაზიერში რომ გასულიყვნენ, საშუალება მისცა  მირანდას გაეაქტიურებინა კუ და მიეღო კონტრთამაში მეფის ფლანგზე, რაც ყაიმის გასაკეთებლად საკმარისი აღმოჩნდა.

  • სათაური: დასვენების დღის წინ...
  • ავტორი:
  • თარიღი: 31-03-2016 3:19 PM
  • Tags:
Top