ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დასვენების წინ...

 

ეკვატორი გადალახეს თბილისის, ნონა გაფრინდაშვილის, სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის მონაწილეებმა. 5 ტურის შემდეგ მოთამაშეები დაისვენებენ და მომდევნო ტური 17 მარტს გაიმართება. შესვენების წინ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერობას ხოტენაშვილი ინარჩუნებს.

დღევანდელ ტურში ლიდერმა პირველი ნახევარი ქულა გასცა  ნინო ხომერიკთან დაპირისპირებაში. შავი ფიგურებით მოთამაშე ხოტენაშვილმა დებიუტში მინიმალური უპირატესობა მიიღო, რაც მე-20 სვლაზე უზუსტობით დაკარგა. მომდევნო 20 სვლა მეტოქეები ცდილობდნენ ყაიმს გაქცეოდნენ, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ. 42-ე სვლაზე პარტიაში ფრე დაფიქსირდა.

ლაზიერის გამბიტი გათამაშდა მერი არაბიძის და სალომე მელიას პრინციპულ დაპირისპირებაში. თეორიულად უკეთესი მომზადებული შავები  აღმოჩნდნენ და პოზიციაც უმჯობესი მიიღეს. პარტიის ბედში გადამწყვეტი როლი ‘D’ ვერტიკალმა ითამაშა, სადაც შავი მძიმე ფიგურების ჰეგემონია განსაკუთრებით იგრძნობოდა. საბოლოოდ, პარტია ეტლების ენდშპილში მელიას გამარჯვებით დასრულდა.  

თეორიულ პოლემიკას თავი აარიდეს და გვერდითი სქემა აირჩიეს მირანდა მიქაძემ და თამარ წერეთელმა. თეთრებმა დასაწყისში უზუსტოდ ითამაშეს და ინიციატივა მეტოქეს გადაულოცეს. თუმცა, ორმხრივი უზუსტობების შემდეგ პარტია მაინც საყაიმო დასასრულამდე მივიდა.

სოფიკო ხუხაშვილის სიცილური დაცვის წინააღმდეგ  სოფო გვეტაძემ მოსკოვის ვარიანტი აირჩია.თეთრების მინიმალური უპირატესობა დებიუტში, საგრძნობ ინიციატივამდე გადაიზარდა შუათამაშში, რაც მეტოქის  სუსტი ‘A6’ პაიკის, თეთრი ეტლების დომინაციის  ‘A’ ხაზზე და ძლიერი მხედრის ‘E4’- ზე დამსახურება გახლდათ. 27-ე სვლაზე შავებმა პაიკი დასვეს, რაც კარგად გამოიყენეს თეთრებმა და პარტია ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

ტარაშის დაცვა გათამაშდა ნინო ხურციძისა და ანა კუჭავას შეხვედრაში. შავებმა დებიუტში უზუსტოდ ითამაშეს და გაუგებარი  მე-10  სვლის შემდეგე ცენტრალური პაიკი დაკარგეს.პაიკით და პოზიციური უპირატესობით ხურციძემ უპრობლემოდ  მიიყვანა შეხვედრა გამარჯვებამდე.

 

 

V  ტურის შედეგები:

ხურციძე   1 : 0 კუჭავა

ხომერიკი ½:½  ხოტენაშვილი

არაბიძე   0 : 1 მელია

მიქაძე    ½:½ წერეთელი

გვეტაძე   1 : 0 ხუხაშვილი

 

VI  ტურის შეხვედრები

კუჭავა - ხუხაშვილი

წერეთელი - გვეტაძე

მელია - მიქაძე

ხოტენაშვილი - არაბიძე

ხურციძე - ხომერიკი

მდგომარეობა V ტურის შემდეგ:

1.ხოტენაშვილი - 4,5 ქულა;

2.მელია - 3,5 ქულა;

3.არაბიძე- 3,5 ქულა;

4.გვეტაძე - 3,5 ქულა;

5.ხურციძე - 3  ქულა;

6.წერეთელი - 2  ქულა;

7.ხომერიკი -  2 ქულა;

8.კუჭავა - 1,5 ქულა;

9.მიქაძე - 1  ქულა;

10.ხუხაშვილი - 0,5 ქულა.

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

 

  • სათაური: დასვენების წინ...
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-03-2017 11:21 PM
  • Tags:
Top