ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს!

ქართველმა ქალებმა დიდი ანგარიშით - 3,5:0,5  დაამარცხეს ესტონელი მოჭადრაკეები ბაქოში მიმდინარე  ოლიმპიადის მესამე ტურში .მეოთხე ტურში კი მათი მეტოქე ეგვიპტის ნაკრები იქნება.

ასევე, დიდი ანგარიშით - 3:1 გაიმარჯვეს ჩვენმა ვაჟებმა  სლოვაკეთის ძლიერ გუნდთან შეხვედრაში. მათ აქტივში 2 სამატჩო გამარჯვება და 1 ფრედ დასრულებული შეხვედრაა. ხოლო, მომდევნო ტურში  ჩვენები ბულგარელებს დაუპირისპირდებიან.

ოფიციალური  ვებგვერდი

ტექნიკური შედეგები:

ქალები; ვაჟები;

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით;

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე  მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:

ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და  კაპიტანი - ზურაბ სტურუა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება როგორც ქალთა ასევე ვაჟთა გუნდებს შორის.

სათამაშო დღეებია: 02-06; 08-13 სექტემბერი;

დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან;

30 სვლამდე აკრძალულია ყაიმზე შეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით  4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010)  პრიზიორი.

 

 

  • სათაური: დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-09-2016 5:04 AM
  • Tags:
Top