
ემირატების დუბაიში, სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ღია ტურნირმა ‘19th Dubai Open 2017’.
ასპარეზობა საკმაოდ წარმომადგენლობითია. მონაწილეობს 42 ქვეყნის 200-ზე მეტი მოჭადრაკე. საპრიზო ფონდი 50 000$ შეადგენს და აქედან გამარჯვებულის წილად 13 000$ მოდის.
შეჯიბრში საქართველოს სახელით 3 მოჭადრაკე: ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი და ინგა ჭარხალაშვილი ასპარეზობს.
2 ტურის ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს და ლიდერთა შორის არიან: მჭედლიშვილი და ფანცულაია.ხოლო ჭარხალაშვილის აქტივში ჯერჯერობით 1 ქულაა.
თამაშები ადგილობრივი დროით 17:30 წუთზე იწყება.
ტექნიკური შედეგები
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით
ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

- სათაური: დუბაიში 3 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს
- ავტორი:
- თარიღი: 05-04-2017 5:48 PM
- Tags: