ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ძაგნიძე დაწინაურდა!

 

სლოვაკეთის ვისოკი ტატრიში  მიმდინარეობს ევროპის ქალთა ჩემპიონატი. ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვებით ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე დაწინაურდა. მესამე ტურში ნანას მეტოქე პოლინა შუვალოვა (რუსეთი;2389) იქნება.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება  30 ქვეყნის წარმომადგენელ 144 მონაწილეს შორის.  ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 7 მოჭადრაკე ასპარეზობს.

ქართველ  მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

ნინო ბაციაშვილი      (2521)  -  1 ქულა;

ბელა ხოტენაშვილი  (2484)  – 1,5 ქულა;

ლელა ჯავახიშვილი  (2467) – 1,5 ქულა;

სალომე მელია            (2411)  - 1,5 ქულა;

მერი არაბიძე              (2393) – 1 ქულა;

მირანდა მიქაძე         (2216) – 0,5 ქულა.

ტექნიკური   შედეგები

პარტიების პირდაპირი  ჩვენება ანალიზით

 

 

  • სათაური: ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ძაგნიძე დაწინაურდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-04-2018 1:43 PM
  • Tags:
Top