ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის პირველ დაფაზე პირველი სვლა აჭარის პირველმა პირმა გააკეთა!

 

17 მარტს, 15:00 საათზე ბათუმის სასტუმრო ‘შერატონში’ ოფიციალურად გაიხსნა ევროპის რიგით მე-19 და  კონტინენტის საჭადრაკო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი. მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატები უსურვეს საპატიო სტუმრებმა: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

ტრადიციული პირველი სვლა ჩემპიონატის რეიტინგ-სიის ლიდერის დმიტრი იაკოვენკოსა და   შანტ სარგისიანის შეხვედრაში აჭარის პირველმა პირმა გააკეთა.

სულ ასპარეზობაზე 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი   ჩემპიონატზე რუსეთის დელეგაციაა - 51 მონაწილე.

პირველი ტურის მთავარ სენსაციად ახალგაზრდა ქართველი ოსტატის ირაკლი ბერაძის  მსოფლიოს ექსჩემპიონ რუსლან პონომარიოვთან გამარჯვება  იქცა!

ასევე,მოულოდნელი და სასიხარულო იყო მერი არაბიძის გამარჯვებ რუს დიდოსტატ მიხაილ ანტიპოვთან.

წარმატებით იასპარეზეს და პირველივე ტურში გამარჯვება იზეიმეს ქვეყნის წამყვანმა დიდოსტატებმა: ბაადურ ჯობავამ,მიხეილ მჭედლიშვილმა, ლევან ფანცულაიამ,დავიდ არუთინიანმა,დავით მაღალაშვილმა,თორნიკე სანიკიძემ და სხვებმა.

 

ოფიციალური ვებგვერდი

ფოტოგალერეა

 

 

 

  • სათაური: ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის პირველ დაფაზე პირველი სვლა აჭარის პირველმა პირმა გააკეთა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 18-03-2018 1:48 AM
  • Tags:
Top