
ერთბაშად, 13 მონაწილე ლიდერობს ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ნონას თასის ‘A’ ტურნირის გათამაშებას. 3-დან 2,5 ქულით ლიდერთა შორის არიან: გაგუნაშვილი, სუტოვსკი (ისრაელი), პეტროსიანი,გაბუზიანი (ორივე სომხეთი), დი ბერნარდინო (ბრაზილია), რომანოვი (რუსეთი), ჯობავა, ჰარუთინიანი(სომხეთი), აზალაძე, შანავა, ფანცულაია, ჟიგალკო (ბელორუსია) და სიბაშვილი.
რანგით მაღალი ‘A’ ტურნირისგან განსხვავებით მხოლოდ 2 ლიდერი ჰყავს ‘B’ ტურნირს. 3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით სულხან სირბილაძე და ცოტნე მამულაშვილი დაწინაურდნენ.
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით
· დებულება

- სათაური: ერთბაშად - 13!
- ავტორი:
- თარიღი: 25-04-2016 3:58 AM
- Tags: