ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ერთპიროვნულად დაწინაურდა!

ერთპიროვნულად დაწინაურდა ბათუმის 'ნონა'  ფინიშამდე ერთი ტურით ადრე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე!

ქართული კლუბის აქტივში 6 შეხვედრიდან 5 გამარჯვება და საჯამო 10 ქულაა. ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება აზერბაიჯანული 'ოლდარ ურდუ', ხოლო  III-IV  ადგილებს: რუსეთის 'უგრა ჩეს კლაბი'და  ბელორუსიის 'ბოსა ნოვა' ინაწილებენ 8 ქულით.

ქართული კლუბის  შემადგენლობაში ასპარეზობენ: ნანა ძაგნიძე, დრონავალი ჰარიკა, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია.

ვაჟთა  კლუბებს შორის კი ბოლო ტურის წინ  აზერბაიჯანის  'ოლდარ ურდუ ' ლიდერობს რომელიც მთლიანად ადგილობრივი მოჭადრაკეებითაა დაკომპლექტებული: ნაიდიჩი, მამედოვი,გუსეინოვი, საფარლი, აბასოვი და მირზოევი.

სულ  ჩემპიონატში ქალთა 12 და ვაჟთა 36 გუნდი ასპარეზობს. 

აღსანიშნავია, რომ 'ნონა' უკვე იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - 2014 და 2015 წლებში, ხოლო 2016-ში  ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

საკლუბო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: ერთპიროვნულად დაწინაურდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 14-10-2017 2:46 AM
  • Tags:
Top