ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ერთხმად წარადგინეს!

2018 წლის 31 იანვარს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გაიმართა გამგეობის სხდომა, რომლის დღის წესრიგშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენას ეხებოდა.

გამგეობის სხდომას, რომელსაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე უძღვებოდა, 19 წევრიდან 15 ესწრებოდა. ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო კანდიდატად დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად დაასახელა ევროპის საჭადრაკო კავშირის მოქმედი პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი.

ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს (სექტემბერ-ოქტომბერი) 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად ბათუმში გაიმართება. 2018 წლის მარტში კი ბათუმში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში, გუნდთან ერთად 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმასა და ახალ პროგრამას წარადგენს.

  • სათაური: ერთხმად წარადგინეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 31-01-2018 7:48 PM
  • Tags:
Top