
დებულება
26.05-02.02. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. ჩატარების სისტემა: ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით,
7 ტურად. 12-ზე ნაკლები გუნდების შემთხვევაში ჩატარების სისტემას
განსაზღვრავს მსაჯთა კოლეგია.
I ტურნირში დაიშვებიან (8წ.) 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.
II ტურნირში დაიშვებიან (10წ.) 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.
III ტურნირში დაიშვებიან (12წ.) 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.
IV ტურნირში დაიშვებიან(14წ.) 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.
2. მონაწილენი: მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის წევრებს.
გუნდი შედგება 3 ჭაბუკისა და 1 გოგონასგან (გუნდს აკომპლექტებს მწვრთნელი,
რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში მაინც წვრთნის გუნდის წევრებს).
მოჭადრაკეთა და მათ მწვრთელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა,
დაბინავება, კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ რეგიონული
ორგანიზაციები.
3. რეგისტრაცია: 26 მაისს 11.00-17.00. გუნდის მწვრთნელი რეგისტრაციას
გაივლის ნ. ალავიძესთან (საჭიროა დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა).
26 მაისს 17.00 სთ-ზე მწვრთნელების შეკრება.
4. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს 50 წთ. პარტიის ბოლომდე,
ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.
5. განრიგი:
ტური |
დღე |
საათი (8 წ. da 12 წ.) |
დღე |
საათი (10 წ და 14 წ.) |
რეგისტრაცია |
26 მაისი |
11.00-17.00 |
26 მაისი |
11.00-17.00 |
მწვრთნელთა შეკრება |
26 მაისი |
17.00 |
26 მაისი |
17.00 |
I ტური და გახსნა |
27 მაისი |
13.00 |
27 მაისი |
16.00 |
II ტური |
28 მაისი |
11.00 |
28 მაისი |
14.00 |
III ტური |
29 მაისი |
11.00 |
29 მაისი |
14.00 |
IV ტური |
30 მაისი |
11.00 |
30 მაისი |
14.00 |
V ტური |
31 მაისი |
11.00 |
31 მაისი |
14.00 |
VI ტური |
1 ივნისი |
11.00 |
1 ივნისი |
14.00 |
VII ტური და დახურვა |
2 ივნისი |
11.00 |
2 ივნისი |
14.00 |
6. გამარჯვებულთა გამოვლინება:
გამარჯვებულები გამოვლინდებიან მოგებული მატჩებით (მოგებაზე გუნდს
ეწერება 2 ქულა, ფრეზე 1 ქულა, წაგებაზე 0 ქულა). ორი ან რამოდენიმე
გუნდის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში
ადგილები განაწილდება:
ა) ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;
ერთმანეთს შორის მატჩის შედეგით;
გ) მოგებული მატჩების რაოდენობით;
დ) პირველი დაფის შედეგით (I დაფა, II დაფა და ა. აშ.).
კენტი რაოდენობის გუნდების შემთხვევაში გუნდს ეწერება 2 ქულა (4:0).
7. სატურნირო შესატანი: 40 ლარი. (გუნდი)
8. გამარჯვებულები:
I ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით.
I-III ადგილზე გასული გუნდები და მათი მწვრთნელები
დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნოს:
დათო კოდუა: მობ: 593 60 09 11. ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com
ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.

- სათაური: ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი 8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეებს შორის
- ავტორი:
- თარიღი: 15-05-2017 10:15 PM
- Tags: