ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ვგულშემატკივრობთ ჩვენს ჩემპიონებს!

 

რუსეთის ხანტი-მანსიისკში, დღეიდან სტარტს აიღებს მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა ნაკრებებს შორის.

ორივე ჩემპიონატში პლანეტის 10 – 10 უძიერესი გუნდი ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონის რანგში იწყებს ასპარეზობას.

ასპარეზობა წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართება, სათამაშო დღეებია: 17-21 და 23-26 ივნისი; დასვენების დღე - 22 ივნისი; თამაშები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.მატჩში გამარჯვება - 2 ქულა;ფრე-1 ქულა;დროის კონტროლი:90წთ/40 სვლაზე+30 წთ. პარტიის ბოლომდე, 30-წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. თითოეული ნაკრების შემადგენლობაში: 4 ძირითადი და 1 სათადარიგო მონაწილეა.

 

ქალთა გუნდები:

1. ჩინეთი (2520)

2.რუსეთი (2515)

3.საქართველო (2476)

4.ინდოეთი (2427)

5.პოლონეთი (2427)

6.უკრაინა (2422)

7.ვიეტნამი (2351)

8.აშშ (2345)

9.აზერბაიჯანი (2340)

10.ეგვიპტე (2054)

 

ვაჟთა გუნდები:

1.ჩინეთი (2745)

2.რუსეთი (2729)

3.უკრაინა (2687)

4.ინდოეთი (2675)

5.პოლონეთი (2674)

6.აშშ (2673)

7.ბელორუსია (2602)

8.თურქეთი (2599)

9.ნორვეგია (2526)

10.ეგვიპტე (2405).

 

ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ტექნიკურ შეხვედრაზე გამართულმა წილისყრამ მოთამაშე წყვილები შემდეგნაირად განალაგა:

ქალები: აშშ - უკრაინა; ინდოეთი - საქართველო; პოლონეთი - აზერბაიჯანი; ეგვიპტე - ვიეტნამი; რუსეთი - ჩინეთი. პირველ ტურში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 2 უძლიერესი გუნდის: რუსეთი  და ჩინეთი დაპირისპირება.

ვაჟები: ჩინეთი - ბელორუსია; ინდოეთი - პოლონეთი; აშშ - ნორვეგია; ეგვიპტე - რუსეთი; თურქეთი - უკრაინა.

პირველ ტურში ჩვენი გუნდი შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

ჰარიკა დრონოვალი (2535) - ნანა ძაგნიძე (2533)

კარავადე ეიშა (2388)  - ლელა ჯავახიშვილი (2447)

პადმინი როუტი (2375)- ბელა ხოტენაშვილი (2452)

ვიაილაკშმი საბარამანი (2375) -  ნინო ბაციაშვილი (2469)

 

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: ვგულშემატკივრობთ ჩვენს ჩემპიონებს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-06-2017 3:02 PM
  • Tags:
Top