
31 მარტს, ზუგდიდის საჭადრაკო კლუბმა მორიგი საერთაშორისო მატჩი გამართა ინტერნეტ სივრცეში. ამჟამად ზუგდიდელი მოზარდები ამერიკელ თანატოლებს შეეჯიბრნენ. საჭადრაკო კლუბ ‘ნონა’-ს წევრები სენტ-ლუისის საჭადრაკო კლუბის ახალგაზრდულ ნაკრებს 8 დაფაზე ეთამაშნენ და მინიმალური ანგარიშით- 3,5:4,5 დამარცხდნენ. მატჩის ჩვენება ინტერნეტით და ‘ცოცხალ’ რეჟიმში კომენტარით მიმდინარეობდა.

- სათაური: ზუგდიდელი მოზარდები ამერიკელ თანატოლებს შეეჯიბრნენ...
- ავტორი:
- თარიღი: 01-04-2018 12:13 PM
- Tags: