
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
03.04-10.04. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად
2. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.
3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ.
4. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.
5. სატურნირო შესატანი: 10 ლარი.
6. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი
რაოდენობის მიხედვით.
- თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის
ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
გ) მოგებების რაოდენობით;
დ) პროგრესი (რეგრესით).
7. ტურნირის განრიგი:
ტური დღე საათი
რეგისტრაცია 3 აპრილი 11.00-18.00
გახსნა 4 აპრილი 15.00
I ტური 4 აპრილი 15.00
II 5 აპრილი 15.00
III 6 აპრილი 15.00
IV 7 აპრილი 15.00
V 8 აპრილი 15.00
VI 9 აპრილი 15.00
VII და დახურვა 10 აპრილი 15.00
8. გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან:
I ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
- I-III ადგილზე გასული გოგონები და ჭაბუკები დაიშვებიან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 10 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
- ყოველი 10 მონაწილიდან 1 ადგილი (შესაბამისად 15-20 მონაწილეზე 2 ადგილი, 25-30 მონაწილეზე 3 ადგილი, 35-40 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ.) დამატებით დაიშვება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე.

- სათაური: თბილისის ჩემპიონატი - U10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
- ავტორი:
- თარიღი: 19-03-2017 9:30 PM
- Tags: