
10 თებერვლიდან ირანის დედაქალაქ თეირანში, სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორის. ასპარეზობა ნოკაუტ-სისტემით გაიმართება და საქართველოს ღირსებას 8 მოჭადრაკე დაიცავს.
ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიის დროს, კენჭისყრით გაირკვევა თუ ვინ რა ფერით ითამაშებს პირველი წრის პირველ პარტიას.
მატჩები ჩვენი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ნანა ძაგნიძე - მონა ხალედი;
სოფიო გვეტაძე - ნინო ბაციაშვილი;
ლელა ჯავახიშვილი - პამ ნგუენი;
სოფიკო გურამიშვილი - სარასადატ ხადემალშარეხი;
ნინო ხურციძე - ნატალია ჟუკოვა
სალომე მელია - ეკატერინა ატალიკი
ბელა ხოტენაშვილი - ოლგა ზიმინა.
შეხვედრათა განრიგი:
10 თებერვალი - გახსნა
11-13 თებერვალი - I წრე
14-16 თებერვალი - II წრე
17-19 თებერვალი - III წრე
20-22 თებერვალი - IV წრე
23-25 თებერვალი -V წრე (ნახევარფინალი)
26 თებერვალი - დასვენების დღე
27 თებერვალი - 3 მარტი - VI წრე (ფინალი)
4 მარტი - დახურვა.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 450 00$ შეადგენს. პირველ წრე - 3 750$
მეორე წრე - 5 500$
მესამე წრე - 8 000$
მეოთხე წრე - 12 000$
მეხუთე წრე (ნახევარფინალი) – 20 000$
მეექვსე წრე (ფინალი) - დამარცხებული (ვერცხლის მედალოსანი) დაჯილდოვდება 30 000$ -ით, ხოლო გამარჯვებული - მსოფლიოს ჩემპიონი - 60 000$ დაისაკუთრებს.

- სათაური: ირანის დედაქალაქში...
- ავტორი:
- თარიღი: 08-02-2017 6:00 PM
- Tags: