ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

იტალიის ვილორბაში...

იტალიის  ვილორბაში დასრულდა საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირი ქართული ჭადრაკის ლიდერის ბაადურ ჯობავას მონაწილეობით.

თბილისელმა  დიდოსტატმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და II-IV ადგილები გაინაწილა: ფერენც ბერკეშთან (უნგრეთი) და ანტონ კორობოვთან (უკრაინა) ერთად.დამატებითი მაჩვენებლებით ჯობავა მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი კი 7 ქულით  რიჩარდ რაპორტმა (უნგრეთი) დაისაკუთრა.

შეჯიბრი  შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და რიგით მეორე გახლდათ.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: იტალიის ვილორბაში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 08-01-2018 1:18 PM
  • Tags:
Top