
ლიდერობას ინარჩუნებს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მერაბ გაგუნაშვილი ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ‘ნონას თასზე’! 6 ტურის შემდეგ გაგუნაშვილის მსგავსად მხოლოდ, ევგენი რომანოვმა(რუსეთი) დააგროვა 5 ქულა და მომდევნო ტურში ერთმანეთში გაარკვევენ პირველობის ბედს.
ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: კონსტანტინე შანავა, ჰოვანეს გაბუზიანი(სომხეთი), ემილ სუტოვსკი (ისრაელი), დავით ლომსაძე,სერგეი ჟიგალკო (ბელორუსია) და მანუელ პეტროსიანი (სომხეთი).
ერთდროულად ოთხმა მონაწილემ: ლევან ბაბუხადიამ, ცოტნე მამულაშვილმა, ლიკა კობეშავიძემ და რამაზ ენდელაძემ დააგროვა 5 ქულა ნონას თასის ‘B’ ტურნირში. მეშვიდე ტურში სწორედ ეს ოთხეული დაუპირისპირდება ერთმანეთს.
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით
· დებულება

- სათაური: ლიდერობას ინარჩუნებს
- ავტორი:
- თარიღი: 28-04-2016 1:04 PM
- Tags: