ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ლიდერობა განიმტკიცა!

პრინციპული გამარჯვება იზეიმა ბელა ხოტენაშვილმა  საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეექვსე ტურში, მერი არაბიძესთან დაპირისპირებაში.

შავების ტარაშის დაცვის წინააღმდეგ თეთრებმა  შედარებით ნაკლებად გაკვალული სისტემით დააბნიეს მეტოქე. დებიუტში მეტოქის რამდნეიმე უზუსტობა კარგა დგამოიყენა ხოტენაშვილმა და ფიგურაც კი მოიგო გარკევული კომპენსაციის სანაცვლოდ. თუმცა, 26 სვლის შემდეგ პოზიცია აირია, მეტოქეებმა ზედიზედ  ითამაშეს საეჭვო სვლები. მაგრამ,  ბოლო შეცდომა არაბიძემ დააფიქსირა  და ხოტენაშვილი  მორიგი გამარჯვებით  დამაჯერებლად მიემართება ჩემპიონობისკენ.

დასაწყისშივე მიიღო უპირატესობა ნინო ხურციძემ ნინო ხომერიკთან დაპირისპირებაში. მე-16  სვლაზე უმცროსმა ნინომ საეჭვო შეწირვათა სერია წამოიწყო  ცენტრში. ავანტიურამ არ გაამართლა და ხურციძემ მისთვის ძალიან საჭირო მოგება ჩაიწერა აქტივში.

ლაზიერის პაიკის უპრეტენზიო  სისტემა დაუპირისპირა ანა კუჭავამ - სოფიკო ხუხაშვილის  ახალინდურ განლაგებას. თანაბარ პოზიციაში თეთრები ეცადნენ  მეფის ფრთაზე პაიკთა შეტევის განხორციელებას, მაგრამ შავებმა თავი კარგად  დაიცვეს თავი  და მეტოქეს ინიციატივის მოპოვების არანაირი შანსი არ მისცეს.საბოლოოდ, 46-სვლაზე მოწინააღმდეგეები ერთურთს მშვიდობიანად დაცილდნენ.

უფიმცევის დაცვის თავისუფალი ვარიაცია გაითამაშეს თამარ წერეთელმა და სოფიო გვეტაძემ დღევანდელ შეხვედრაში. შუათამაშში თეთრები ჯიუტად ცდილობდნე მეფეზე შეტევას, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ. პარტია შავების მინიმალური უპირატესობით მიმდინარეობდა გარკვეული ხანი, თუმცა ინიციატივა გამარჯვებისათვის  საკმარისი არ აღმოჩნდა.

ფრანგული დაცვა აირჩია მირანდა მიქაძემ სალომე მელიასთან ორთაბრძოლაში.შავებმა კარგად გამოიყენეს თეთრების იზოლირებული პაიკის სისუსტე.შუათამაშში მელიამ ლაზიერი მეტოქეს 2 ეტლში დაუთმო და დინამიურ - თანაბარი პოზიცია მიიღო. პარტიის ბედი  28-ე სვლაზე თეთრი კუს არასწორმა სვლამ გადაწყვიტა ‘F6’-უჯრაზე,  რასაც მიქაძის მეფის დახვეწილი მანევრი მოჰყვა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებით.საბოლოოდ, პარტია 56-ე სვლაზე მიქაძის პირველი სატურნირო გამარჯვებით დასრულდა.

 

VI  ტურის შედეგები

კუჭავა ½ : ½  ხუხაშვილი

წერეთელი ½ : ½ გვეტაძე

მელია 0 : 1 მიქაძე

ხოტენაშვილი 1 : 0 არაბიძე

ხურციძე 1 : 0 ხომერიკი

VII ტურის შეხვედრები:

ხომერიკი - კუჭავა

არაბიძე - ხურციძე

მიქაძე - ხოტენაშვილი

გვეტაძე - მელია

ხუხაშვილი - წერეთელი

 

მდგომარეობა VI ტურის შემდეგ:

1.ხოტენაშვილი - 5,5 ქულა;

2.ხურციძე - 4  ქულა;

3.გვეტაძე -  4  ქულა;

4.მელია - 3,5 ქულა;

5.არაბიძე- 3,5 ქულა;

6.წერეთელი - 2,5  ქულა;

7.მიქაძე - 2  ქულა;

8.ხომერიკი -  2 ქულა;

9.კუჭავა - 2 ქულა;

10.ხუხაშვილი - 1 ქულა.

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

 

 

 

  • სათაური: ლიდერობა განიმტკიცა!
  • ავტორი:
  • Date: 17-03-2017 11:37 PM
  • Tags:
Top