
წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოზარდებმა რუმინეთში დასრულებულ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით ნემსაძის გამოსვლა, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაშ ლიდერთა შორის იმყოფებოდა და მხოლოდ ბოლო ტურებში შეფერხებამ დააკარგინა ჩემპიონობა+ სამეული. ასევე აღნიშვნის ღირსია გოგონების წარმატება, წოწონავამ, დოლაკიძემ და გვათუამ საუკეთესი შვიდეულში დაიმკვიდრეს ადგილი.
სულ ჩემპიონატში საქართველოს სახელით 8 ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
U7 - მე-10 ადგილი - ბექა წვერავა -6 ქულა;
U 9 - მე-6 ადგილი -მარიამ გვათუა;მე-7 ადგილი - დავით ნემსაძე 6,5 ქულა; 28-ე ადგილი -ნიკოლოზ შამათავა - 5 ქულა;
U11- მე-7 ადგილი - მარიამ დოლაკიძე-6 ქულა; 34-ე ადგილი- ნიკოლოზ დარსაძე-4,5 ქულა;
U13 - მე-5 ადგილი - ელენე წოწონავა - 6 ქულა; 21-ე ადგილი- დავით ცქიფურიშვილი- 5 ქულა.
ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

- სათაური: მედლებამდე მცირედი დააკლდათ!
- ავტორი:
- თარიღი: 01-05-2017 5:41 PM
- Tags: