
სალომე მელია, ესპანურ ბენასკეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ლიდერთა შორისაა, 3-დან 3 გამარჯვებით!
ლიდერებს, ნახევარი ქულით ჩამორჩება მერი არაბიძე. 2-2 ქულა აქვთ აქტივში: ქეთი წაწალაშვილს და ნინო ბაციაშვილს.
სულ, ტურნირში 31 ქვეყნის 413 მოჭადრაკე მონაწილეობს. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად ტარდება და 16 ივლისს დასრულდება.

- სათაური: მელია ლიდერთა შორისაა!
- ავტორი:
- თარიღი: 10-07-2016 5:12 PM
- Tags: