
წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო დიდოსტატმა ვალერიან გაფრინდაშვილმა იტალიის ქალაქ არკოში დასრულებულ ტრადიციულ საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირზე!
ქართველმა დიდოსტატმა წარმომადგენლობითი ტურნირი დამარცხების გარეშე განვლო, 5 პარტიაში გაიმარჯვა და 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა. საბოლოოდ, 9-დან 7 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. პირველ ადგილი კი 8 ქულით ნიკიტა პეტროვმა (რუსეთი) დაისაკუთრა.

- სათაური: მეორე საპრიზო იტალიაში...
- ავტორი:
- თარიღი: 24-10-2017 5:26 PM
- Tags: