ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მე კი ღირსება სხვაგვარად მესმის.

ბოლო  დღეების განმავლობაში, სხვადასხვა ვებგვერდებზე, ბლოგებში,საჭადრაკო ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში  აქტიურად განიხილავენ  თბილისში  მიმდინარე მსოფლიოს თასიდან ანტონ კოვალიოვის  კონფლიქტურ გამგზავრებას. საკუთარი აზრი აღნიშნულ კონფლიქტზე გაგვიზიარა ცნობილმა დიდოსტატმა და მწვრთნელმა, პოპულარული საჭადრაკო წიგნების ავტორმა ბორის ავრუხმა.

ვიდრე  ჩემს აზრს გამოვთქვამდე  ანტონ კოვალიოვთან მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით.მინდა ავღნიშნო რომ დიდ პატივს ვცემ კოვალიოვს როგორც მოჭადრაკეს.. ვფიქრობ , მას რომ სერიოზულად მოეკიდა ხელი ჭადრაკისთვის  იოლად გახდებოდა  2700+ რეიტინგის კალიბრის  მოჭადრაკე.. მაგრამ სამწუხაროდ მან სხვა გზა აირჩია და უნივერსიტეტში სწავლის  გაგრძელება  ამჯობინა.

თბილისში განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით არ მინდა ვიყო ბანალური და იოლი გზა ავირჩიო, როგორც  ეს  ‘ფეისბუქში’მოჭადრაკეთა უმრავლესობამ გააკეთა.

ხანდახან მიკვირს, როგორ გაბედულად WEREN ადამიანები ‘ფეისბუქში’ მაგრამ  საინტერესოა,   რამდენი პროცენტი   ეტყოდა იგივეს აზმაიფარაშვილს პირისპირ?.

პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციამ (პმა),ჩემი აზრით იჩქარა განცხადების გაკეთება  ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგან არ  მოუსმინა  მეორე მხარეს.

აზმაიფარაშვილის საჭადრაკო კარიერის განმავლობაში იყო სხვადასხვა სადავო მომენტები და ის  უკვე 10 წელია არ თამაშობს ჭადრაკს. ბოლო წლებში დაკავებულია საქართველოში   მაღალი რანგის საჭადრაკო ტურნირების  ჩატარებით და მათთვის თანხის მოძიებით რაც  საკმაოდ წარმატებულად გამოდის.

რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციას. ჩემი ყურადღება მიიპყრო  ანტონ კოვალიოვის  გამონათქვამებმა ანანდთან  მოგებული მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში. ჩემთვის,  როგორც ორი მსოფლიო თასის მონაწილესთვის, არასასიამოვნო იყო  შემდეგი ფრაზების  მოსმენა: ‘ სამწუხაროდ ვაცდენ უნივერსიტეტში სწავლის  რამოდენიმე დღეს და რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ანანდთან გამარჯვება’, ’მე თან ჩამოვიტანე მხოლოდ  ერთი  შორტი, რადგან  დიდ  ხანს  არ  ვაპირებდი  თბილისში დარჩენას’ და ა.შ. მახსოვს, ჩემთვის რა მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო თასზე მონაწილეობა, აქ კი ადამიანი დაუფარავად  აცხადებს, რომ ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება სახლში. მეორეს მხრივ, ყველას თავის პრიორიტეტი გააჩნია და აქვს უფლება ამგვარად ისაუბროს.

ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია  როგორ შეიძლება ასეთი სახით - შორტებში- ტურზე გამოცხადება. გახსნაზეც ანტონი პლიაჟის შორტებში გამოწყობილი მივიდა. ნუთუ მას არ გაუკვირდა დანარჩენი 127 მონაწილე შარვლით  რომ იყო მისული.   თავის განცხადებაში კოვალიოვმა აღნიშნა, რომ ის სისუფთავის  მოყვარულია  და ყოველდღე ბანაობს (ზოგჯერ ორჯერაც), მაგრამ ის ხომ ერთ შორტში მინიმუმ 8 დღე დადიოდა! რა თქმა უნდა  ამაზე  შეიძლება  ყურადღება არ გავამახვილოთ და თვალები  დავხუჭოთ.

აქ მთავარია, რომ ამაზე საუბარი  როდშტეინთან პარტიის წინ შედგა. ზუსტად ეს არის  პრობლემა: ანტონი თავის განცხადებაში ამბობს, რომ მთავარმა მსაჯმა არაფერი არ უთხრა შორტების შეცვლის თაობაზე, ხოლო ზურაბი და მსაჯი ამბობენ, რომ მას თხოვეს ჩაეცვა შარვალი. აზმაიფარაშვილის  განცხადებაში ნათქვამია, რომ კოვალიოვმა არაფრად  ჩააგდო ეს  გაფრთხილება, თუმცა   მისთვის არავის არ  უბრძანებია ამ გაფრთხილების მაშინვე შესრულება. ჰქონდა თუ არა ზურაბს პარტიის წინ მონაწილესთვის  შენიშვნის მიცემის  უფლება - არ ვიცი, მსგავსი წესების შესახებ არ მსმენია. მაგრამ   დრესსკოდის დაცვის მოთხოვნის უფლება, როგორც ტურნირის ორგანიზატორს, ვფიქრობ, რომ ჰქონდა. აქ საკითხავია, თუ რამდენად უხეშად ელაპარაკებოდა  ის ანტონს  და  თუ  რამით დაემუქრა? თავის განცხადებაში კოვალიოვი თხოვს მათი წალაპარაკების  მომსწრეებს, დაადასტურონ მისი სიტყვები,მაგრამ  ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.

შეეძლო თუ არა ანტონს ამ სიტუაციის მშვიდად მოგვარება, ვთქვათ შემდეგი ფრაზით:’ მე ვიყიდი შარვალს მომდევნო პარტიისთვის დღეს კი მომეცით  თამაშის  უფლება’?რასაკვირველია, შეეძლო. მაგრამ აქ  კიდევ გასათვალისწინებელია ერთი პრობლემა.როგორც ცნობილი გახდა კოვალიოვს აერია ფერი და  არ იყო მომზადებული პარტიისთვის , რასაც დაემატა სახლში სწრაფად დაბრუნების სურვილი. როგორც მე წარმომიდგენია, მან იკითხა რატომ არის დაუშვებელი შორტებით  თამაში.რაზეც ზურაბმა უპასუხა’ იმიტომ რომ ბოშასავით გამოიყურები’.ეს პასუხი არაკეთილმოსურნეებმა რა თქმა უნდა რასობრივ  შეურაცხყოფად გამოაცხადეს- სასაცილოა.მაგრამ ამერიკაში ამგვარი იარლიყები ძალიან პოპულარულია.

კოვალიოვი, მისი თქმით,  ღირსეულად მოიქცა: მიატოვა თამაში და იმ დღესვე  საქართველოდან გაემგზავრა. მე კი ღირსება სხვაგვარად  მესმის.

გასაგებია, რომ  ჩემი პოზიციის გამო ბევრი გამკიცხავს, საკუთარი მამაც კი არ მეთანხმება! თავის მხრივ ზურაბი  ალბათ მართალი იყო,  მაგრამ  მეორე მხარეც  არც-ისე უდანაშაულოა და  რატომღაც  ამას არავინ  ამჩნევს. ძნელია დასაჯერებელია, მაგრამ მეეჭვება, რომ ანტონმა სიამოვნებით გამოიყენა ეს მომენტი ტურნირიდან თავის დაღწევის მიზნით - სხვაგვარად მას იოლად შეეძლო ყველაფრის მოგვარება.

მე წავიკითხე ‘ფეისბუქზე’ ბელორუსი დიდოსტატის ალექსანდროვის ფრაზა, რომელიც ამბობს : ‘ რა მიშვნელობა აქვს რას  გეუბნებიან პარტიის წინ (მეტოქესაც  ხომ შეუძლია  არასასიამოვნო რამე  გითხრას?), თუ შენ განწყობილი ხარ ბრძოლისთვის - შენ ითამაშებ!’

სხვთაშორის, ჩემი დიდი სურვილია, რომ ანტონმა კუთვნილი თანხა მიიღოს...

წყარო

  • სათაური: მე კი ღირსება სხვაგვარად მესმის.
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-09-2017 1:40 PM
  • Tags:
Top