
თეირანში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის პირველი წრიდან ძირითად დროში მეორე წრის საგზური მოიპოვა ორმა ნინომ: ხურციძემ და ბაციაშვილმა. ბაციაშვილმა, ანგარიშით- 2:0 გვეტაძე დაამარცხა, ხოლო ხურციძემ -1,5:0,5 ევროპის ექსჩემპიონი ნატალია ჟუკოვა. შემდეგ წრეში ორივე ნინო ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის გამარჯვებული 1/8 ფინალის საგზურს მოიპოვებს.
ხვალინდელ თაიბრეიქებში, 1/16 ფინალის საგზურებისათვის იბრძოლებენ: ძაგნიძე - ხალედთან, გურამიშვილი ხადემალშარეთან, მელია ატალიკთან და ხოტენაშვილი ზიმინასთან.
თაი-ბრეიქები შემდეგ ეტაპებად გაიმართება: 2 – 25-წუთიანი პარტია 10 წამის დამატებით; ფრედ დასრულებისშემთხვევაში- 2 -10 წუთიანი პარტია 10- წამის დამატებით; თუ კვლავ ფრე დაფიქსირდა მაშინ 2- 5-წუთიანი პარტია 3 წამის დამატებით; ფრეს შემთხვევაში არმაგედონი( 5 წუთი თეთრებს. შავებს - 4 წუთი, ყაიმის შემთხვევაში იმარჯვებენ შავები).
დამატებითი თამაშები თბილისის დროით 15:30 წუთზე აიღებს სტარტს.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:
ნანა ძაგნიძე (2525) 1 : 1 მონა ხალედი (ეგვიპტე;2150)
ლელა ჯავახიშვილი(2455) 0,5:1,5 პამ ნგუენი (ვიეტნამი;2351)
ნინო ბაციაშვილი (2492) 2 : 0 სოფო გვეტაძე (2285)
სარესადატ ხადემალშარეხი (ირანი;2452)1:1 სოფო გურამიშვილი (2370)
ნატალია ჟუკოვა (უკრაინა;2447) 0,5:1,5 ნინო ხურციძე(2383)
ეკატერინა ატალიკი (თურქეთი;2435) 1 : 1სალომე მელია(2394)
ოლგა ზიმინა (იტალია;2406)1 : 1 ბელა ხოტენაშვილი(2430)

- სათაური: მომდევნო წრეში, ბაციაშვილი და ხურციძე თაი-ბრეიქის გარეშე გადავიდნენ...
- ავტორი:
- თარიღი: 13-02-2017 2:33 AM
- Tags: