ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მსოფლიოს ახალგაზრდული გრან პრი

წარმატებით იასპარეზა აკადემიის მოსწავლემ, ნიკა კაჭარავამ (2206) სომხეთის ჯერმუკში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდული გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშებაში!
ნიკამ 11-დან 6 ქულა დააგროვა და IV-VI ადგილები გაინაწილა არსენ ნესტეროვთან (რუსეთი;2350) და ვიჩასლუ ზარუბიცკისთან (ბელორუსია;2311) ერთად. ტურნირში პირველ ადგილზე დამაჯერებლად გაიმარჯვა კირილ შევჩენკომ (უკრაინა;2531) 11-დან 10 ქულით. 8,5 ქულა დააგროვა მეორე ადგილზე გასულმა მასპინძელთა წარმომადგენელმა შანტ სარგსიანმა (2431), მესამე ადგილზეც ადგილობრივი არამ ჰაკობიანი (2457) გავიდა 7,5 ქულით.

ტურნირის  ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: მსოფლიოს ახალგაზრდული გრან პრი
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-10-2017 8:28 PM
  • Tags:
Top