ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მსოფლიოს თასი წარადგინეს...

27 ივლისს, 15.00 საათზე სასტუმრო „ბილტმორი თბილისის“ „ამფითეატრის“ ფოიეში საჭადრაკო მსოფლიო თასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა და, ამავდროულად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ მასმედიის წარმომადგენლებთან მოახლოებული საჭადრაკო მსოფლიო თასის მნიშვნელობაზე, სამზადისსა და ტურნირის მონაწილეებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საჭადრაკო მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად ტურნირში მონაწილეობს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი.

2017 წლის ფიდეს კალენდრის მთავარი ღონისძიება - საჭადრაკო მსოფლიო თასი - თბილისში 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკეს მოუყრის თავს. ტურნირში სრულად მონაწილეობს ფიდეს რეიტინგ-ლისტის TOP თხუთმეტივე მოჭადრაკე.

საქართველოდან საჭადრაკო მსოფლიო თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე.

საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება „Check in Georgia Sport“-ის ფარგლებში.
მატჩები იმართება სასტუმრო „ჰუალინგში“. 
ფინალის წარმდგენია სასტუმრო „ბილტმორი თბილისი“

საჭადრაკო მსოფლიო თასის წარმდგენია კომპანია „სოკარი

 

  • სათაური: მსოფლიოს თასი წარადგინეს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-07-2017 1:25 AM
  • Tags:
Top