
1 აგვისტოს რეიტინგ-სიის მიხედვით უკვე ცნობილია თუ ვინ ვის დაუპირისპირდება გათამაშების პირველ წრეში. ქართველ მოჭადრაკეებს პირველივე წრეში საკმაოდ რთული შეხვედრები ელით.
ქართველი მონაწილეებიდან ყველაზე ძლიერი მეტოქე ნანა ძაგნიძეს შეხვდა. მას მსოფლიო ტოპ-15 წარმომადგენელთნ, ჰოლანდიელ ანიშ გირისთან მოუწევს დაპირისპირება.ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა ახალგაზრდა ესპანელ ვარსკვლავს, ლოპეს სალგადოს შეხვდება.
რეიტინგით-სიით უფრო ძლიერებთან მოუწევთ პაექრობა: მიხეილ მჭედლიშვილს ევროპის 2016 წლის ჩემპიონ ერნესტო ინარკიევთან, ხოლო ლევან ფანცულაიას პოლონელ იან დუდასთან.

- სათაური: მსოფლიო თასის მონაწილეები დაწყვილდნენ!
- ავტორი:
- თარიღი: 08-08-2017 3:13 AM
- Tags: