ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მშვიდობიანი ტური...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი. დღევანდელ მეათე ტური შედარებით მშვიდობიანი გამოდგა და 5-დან 4 პარტია ფრედ დასრულდა.

ტურის ერთადერთი შედეგიანი პარტია  ნინო ხურციძემ და მირანდა მიქაძემ ითამაშეს. შეხვედრაში ჰოლანდიული დაცვის, ქვის კედელის მსგავსი სისტემა აირჩიეს შავებმა. თეთრები დასაწყისშივე ცდილობდნენ ინიციატივის მოპოვებას და  მიზნის განხორციელებაში მეტოქემაც საკმაოდ შეუწყო ხელი.

კოლეს  ნაკლებ რისკიანი  სისტემა აირჩია  ბელა ხოტენაშვილმა სოფიო გვეტაძესთან დაპირისპირებაში.დღევანდელ ტურში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს ყაიმიც აწყობდა  სატურნირო გამარჯვების განსამტკიცებლად. შავებმა დებიუტშივე გაათანაბრეს , შემდეგში მეტოქეებმა თავი აარიდეს  ზედმეტ გართულებებს და ფრე დაფიქსირეს.

ჩვეული,მშვიდი იტალიური განლაგება აირჩია სალომე მელიამ სოფიკო ხუხაშვილის წინააღმდეგ. დებიუტში მიღებული უპირატესობა თეთრებმა  ენდშპილშიც შეინარჩუნეს, თუმცა დაბოლოებაში დაშვებულმა რამდენიმე უზუსტობამ მათი უპირატესობაც გააბათილა და შავებისკენ გადაინაცვალა. საბოლოოდ,  59-ე სვლაზე მეტოქეები ყაიმზე შეთანხმდნენ პოზიციაში, სადაც შავებს აშკარად უკეთესი ჰქონდათ...

ჩიგორინის დაცვის ნაკლებ პოპულარული სისტემა აირჩია შავი ფერის ფიგურებით, მერი არაბიძემ ნინო ხომერიკთან დაპირისპირებაში. შავებმა იოლად გაათანარეს პოზიცია დ აოდნავ სასიამოვნოც მიიღეს. თუმცა, მინიმალური უპირატესობა გამარჯვებისათვის არ აღმოჩნდა საკმარისი.

 

VIII  ტურის  შედეგები:

კუჭავა     ½ : ½   წერეთელი

მელია      ½ : ½   ხუხაშვილი

ხოტენაშვილი ½ : ½   გვეტაძე

ხურციძე    1 : 0  მიქაძე

ხომერიკი   ½ : ½   არაბიძე

 

IX   ტურის  შეხვედრები:

არაბიძე  -  კუჭავა

მიქაძე - ხომერიკი

გვეტაძე  -  ხურციძე

ხუხაშვილი - ხოტენაშვილი

წერეთელი - მელია

 

მდგომარეობა VIII ტურის შემდეგ:

1.ხოტენაშვილი - 6,5 ქულა;

2.ხურციძე - 5,5  ქულა;

3.მელია      -  5 ქულა;

4.არაბიძე  -  4,5 ქულა;

5.გვეტაძე     -  4,5   ქულა;

6.წერეთელი - 4  ქულა;

7.ხომერიკი -  3,5 ქულა;

8.მიქაძე       -   2,5  ქულა;

9.კუჭავა      -  2,5 ქულა;

10.ხუხაშვილი - 1 ქულა.

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: მშვიდობიანი ტური...
  • ავტორი:
  • თარიღი: 20-03-2017 1:43 AM
  • Tags:
Top