
საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის მეორე წრის პირველმა ტურმა შედარებით ‘მშვიდობიანად’ ჩაიარა. 4 პარტიიდან 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა და მხოლოდ შავებით მოთამაშე სანიკიძემ შესძლო საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ლუკა პაიჭაძის დამარცხება.
კაჭარავა ½ : ½ ყუფარაძე
მაღალაშვილი ½ : ½ მჭედლიშვილი
მორჩიაშვილი ½ : ½ ჯოჯუა
პაიჭაძე 0 : 1 სანიკიძე.
ხვალ, 14:00 საათზე დასკვნითი ტური გაიამართება და ფრედ დამთავრებული მატჩის მონაწილეები 21 იანვარს დამატებით ტაი-ბრეიქში გამოავლენენ გამარჯვებულს.

- სათაური: 'მშვიდობიანი ტური'
- ავტორი:
- თარიღი: 20-01-2018 12:44 AM
- Tags: