
ქართველმა ქალებმა კონტინენტის ჩემპიონატის მეხეთუ ტურში მშრალი ანგარიშით 4:0 გაანადგურეს სომხეთის ქალთა ნაკრები და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე გადაინაცვლეს!
სომხეთი 0 : 4 საქართველო
ელინა დანიელიანი (2415) 0 : 1 ნანა ძაგნიძე (2520)
ლილიტ მკრტჩიანი (2390) 0 : 1 ბელა ხოტენაშვილი (2459)
ლილიტ გალოიანი (2291) 0 : 1 ლელა ჯავახიშვილი (2438)
მარია კურსოვა (2259) 0 : 1 სალომე მელია (2412)
5 ტურის შემდეგ ქალთა ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით რუსეთის გუნდი ლიდერობს. 8-8 ქულით II-V ადგილებს ინაწილებენ: საქართველო, უკრაინა, პოლონეთი და თურქეთი.
მეექვსე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: პოლონეთი - რუსეთი; საქართველო - უკრაინა; იტალია - თურქეთი.
ამავე ტურში მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ ქართველი ვაჟები ისრაელთან მატჩში.
საქართველო 1,5 : 2,5 ისრაელი
ბაადურ ჯობავა (2705) ½:½ ბორის გელფანდი (2737)
მიხეილ მჭედლიშვილი(2604) 0 : 1 მაქსიმ როდშტეინი (2699)
ლევან ფანცულაია (2586) ½:½ ემილ სუტოვსკი (2683)
ლუკა პაიჭაძე (2580) ½:½ ტამირ ნაბატი (2661)
შემდეგ ტურში მათი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება.
2 ნოემბერს ჩემპიონატზე დასვენების დღეა.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ინდივიდუალურ დაფებზე:
ქალები:
ნანა ძაგნიძე (2520) – 2 (4)
ნინო ბაციაშვილი (2472) – 2 (4)
ბელა ხოტენაშვილი (2459) – 4(5)
ლელა ჯავახიშვილი (2438) – 4,5(5)
სალომე მელია (2412) - 2 (2)
ვაჟები
ბაადურ ჯობავა (2705) - 0,5 (3)
მიხეილ მჭედლიშვილი(2604) – 2,5(5)
ლევან ფანცულაია (2586) -3,5(4)
დავით ჯოჯუა (2591) – 2(4)
ლუკა პაიჭაძე (2580) - 3(4)
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

- სათაური: 'მშრალი ანგარიშით' გაიმარჯვეს!
- ავტორი:
- თარიღი: 02-11-2017 2:52 AM
- Tags: