ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მხოლოდ ერთი ფრე...

უშეღავათო ბრძოლები გაიმართა საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის პირველივე ტურში!
ერთი ფრე და ოთხი შედეგიანი პარტია. თეთრებით გაიმარჯვეს:
სოფო გვეტაძემ თამარ წერეთელთან, ლელა ჯავახიშვილმა მერი არაბიძესთან. ხოლო, შავი ფერებით მოიგეს: სალომე მელიამ მაკა ფურცელაძესთან და მირანდა მიქაძემ ნინო ხომერიკთან.

ტურის ცენტრალურ პარტიაში:ბაციაშვილსა და ხოტენაშვილს შორის მეტოქეები დებიუტშივე  დაზავდნენ. ამრიგად, სატურნირო რეიტინგ-სიის ლიდერები ჩემპიონობისათვის ბრძოლას მეორე ტურიდან დაიწყებენ.

ეროვნული ნაკრების ლიდერები ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ.

ლელა ჯავახიშვილმა მერი არაბიძეს არასტანდარტული დასაწყისი შესთავაზა თეთრებით. თუმცა, შავები არ დაიბნენ და დებიუტშივე გაათანაბრეს პოზიცია. მაგრამ შემდეგში ჯავახიშვილის დახვეწილ სტრატეგიულ თამაშს ვეღარ გაუმკლავდნენ.


ჯავახიშვილმა მეტოქე პირველივე სვლებით გააოცა.

 

სოფო გვეტაძემ თამარ წერეთელთან დებიუტში მიღებული სასიამოვნო პოზიცია მეტოქის დახმარებით იოლად გადაიყვანა გადამწყვეტ უპირატესობაში.ხოლო გადამწყვეტიდან მოგებამდე მეტოქის დახმარება აღარ დასჭირვებია.

ორივე დიდოსტატი უკომპრომისო ხასიათით გამოირჩევა და ყოველთვის გამარჯვებისათვის იბრძვიან.

ძალიან საინტერესოდ გაითამაშეს სლავური დაცვის 'მშრალი' გაცვლითი სისტემა: ხომერიკმა და მიქაძემ. რაღაც მომენტში თეთრები დიდ უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა შავებმა შესძლეს თავის დაძვრენა და  პაიკის ნაკლებობას ლაზიერების გაცვლის შემდეგ ორი კუს უპირატესობით უწევდნენ კომპენსირებას.დაბოლოებაში ორმა კუმ თავისი ქნა, თუმცა მოსაგებად თეთრების დახმარება მაინც დასჭირდათ.

მიქაძე ტურის დასაწყისშივე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა

 

შავებით მოთამაშე სალომე მელიამ მაკა ფურცელაძესთან დაპირისპირებაში ნიმცოვიჩის დაცვა აირჩია. დებიუტში ზუსტი თამაშით კარგად გამოიყენა მეტოქის ძალიან მცირე უზუსტობები და უპირატესობასაც დაეუფლა.მცირე უზუსტობების მიუხედავად მელიამ პარტია დამაჯერებლად მიიყვანა გამარჯვებამდე.

სალომე მელიამ ყველაზე ადრე დაიკავა სათამაშო ადგილი smiley.

 

მეორე ტურში  ერთმანეთს შეებრძოლებიან:

მელია-არაბიძე; წერეთელი-ჯავახიშვილი; მიქაძე-გვეტაძე; ხოტენაშვილი-ხომერიკი; ფურცელაზე-ბაციაშვილი.

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების ჩვენება ანალიზით

 

  • სათაური: მხოლოდ ერთი ფრე...
  • ავტორი:
  • თარიღი: 17-02-2018 1:23 AM
  • Tags:
Top