
საკლუბო ჩემპიონატის ბოლო ტურში ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ’ნონამ’ ფრედ დაასრულა შეხვედრა დედაქალაქის გუნდთან ‘თბილისი’ და მეორედ მოიპოვა ქვეყნის საუკეთესო კლუბის წოდება. აჭარის წარმომადგენლებმა ტურნირში 6 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ბოლო დაასრულეს ფრედ.
ვერცხლის მედლები ქვემო ქართლის წარმომადგენელ “რუსთავს” ერგო, რომელმაც მე-7 ტურში შიდა ქართლის “გორს” 5.5:0.5 სძლია და 12 ქულა დააგროვა. ხოლო, მესამე საპრიზო ადგილზე 11 ქულით თბილისი გავიდა.
თავიანთ დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს:
I ვაჟთა - თამაზ გელაშვილი (რუსთავი) – 5 ქულა;
II ვაჟთა -მერაბ გაგუნაშვილი (კახეთი) – 5,5 ქულა;
III ვაჟთა -ზურაბ სტურუა (თბილისი) – 6 ქულა;
IV ქალთა - ნინო ხურციძე (რუსთავი) – 6 ქულა;
V 20 წლამდე ჭაბუკთა - ტიგრან ჰარუთინიანი (ნონა) – 6 ქულა;
VI 20 წლამდე გოგონათა - დინარა სადუკასოვა (ნონა) – 6,5 ქულა.
დახურვის ცერემონიალი დასკვნითი ტურის შემდეგ, 17:00 საათზე გაიმართა და მას ესწრებოდნენ: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.
მეცხრე ტური:
ნონა (აჭარა) 3:3 თბილისი
კახეთი 4.5:1.5 ამბროლაური (რაჭა-ლეჩხუმი)
გორი (შიდა ქართლი) 0.5:5.5 რუსთავი (ქვემო ქართლი)
სამეგრელო (სამეგრელო-ზემო სვანეთი) 4.5:1.5 ქუთაისი (იმერეთი)
საბოლოო მდგომარეობა
- ნონა – 13 ქულა
- რუსთავი – 12 ქულა;
- თბილისი – 11 ქულა;
- კახეთი – 8 ქულა;
- სამეგრელო – 6 ქულა;
- ქუთაისი – 3 ქულა;
- ამბროლაური – 2 ქულა;
- გორი – 1 ქულა.

- სათაური: 'ნონამ' მეორედ მოიპოვა ქვეყნის საუკეთესო კლუბის წოდება!
- ავტორი:
- თარიღი: 29-09-2016 10:59 AM
- Tags: