
ბათუმის საჭადრაკო კლუბი 'ნონა' ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა!
ქართულმა კლუბმა 7 შეხვედრიდან 11 ქულა დააგროვა და პირველობა აზერბაიჯანულ 'ოლდარ ურდუსთან' გაინაწილა. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლები ჩემპიონის ტიტული ბათუმლებმა დაისაკუთრეს. III-IV ადგილები 10-10 ქულით: ბელორუსიის 'ბოსა ნოვა'-მ და რუსეთის 'უგრა ჩეს კლაბ'-მა გაინაწილეს.
კლუბის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ: ნანა ძაგნიძე, დრონავალი ჰარიკა, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი,სალომე მელია;გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე; მწვრთნელი დავით ჯოჯუა.
ქართველი მოჭადრაკეებიდან პირად დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს: ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა - ოქროს მედლები საკუთარ დაფაზე და ბელა ხოტენაშვილმა - ბრინჯაოს მედალი.
ვაჟთა კლუბებს შორის საუკეთესო შედეგი რუსეთის 'გლობუს'-მა აჩვენა რომელიც მსოფლიოს უძიერესი მოჭადრაკეებითიყო დაკომპლექტებული:კრამნიკი, მამედიაროვი, გრიშუკი, კარიაკინი, გირი, ნეპომნიაში, კორობოვი, ხისმატულინი.
სულ ჩემპიონატში ქალთა 12 და ვაჟთა 36 გუნდი ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ 'ნონა' ორჯერ უკვე იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - 2014 და 2015 წლებში, ხოლო 2016-ში ვერცხლის მედალს დასჯერდა.

- სათაური: 'ნონა'- ევროპის ჩემპიონია!
- ავტორი:
- თარიღი: 15-10-2017 2:41 AM
- Tags: