
საერთაშორისო საიუბილეო ტურნირი ჭადრაკში
21-30 აპრილი, 2016 წ. ქ. თბილისი
ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ორგანიზატორები
1.1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
1.3. ქ. თბილისის მერია.
2. ტურნირები
2.1. A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 2001 და მეტი, ასევე ფიდეს წოდებიანი მოჭადრაკეები)
2.2. B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 2000 და ნაკლები, ურეიტინგოები)
3. სათამაშო წესები
3.1. დროის კონტროლი: A ღია ტურნირში - 90 წუთი 40 სვლაზე,შემდეგ 30 წუთი
პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. B ღია ტურნირში –
90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
3.2. ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით. შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.
3.3. კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით – SwissManager
4. ტურნირების განრიგი
ტური რიცხვი
ღია ტურნირი A - 16.00 სთ.
ღია ტურნირი B - 11.00 სთ.
რეგისტრაცია 21 აპრილი 11:00-18:00 11:00-18:00
გახსნა 22 აპრილი 16.00 16.00
1 ტური 22 აპრილი 16.00 11.00
2 ტური 23 აპრილი 16.00 11.00
3 ტური 24 აპრილი 16.00 11.00
4 ტური 25 აპრილი 16.00 11.00
5 ტური 26 აპრილი 16.00 11.00
6 ტური 27 აპრილი 16.00 11.00
7 ტური 28 აპრილი 16.00 11.00
8 ტური 29 აპრილი 16.00 11.00
9 ტური 30 აპრილი 15.00 10.00
დახურვა 30 აპრილი 20.00 20.00
5. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება
5.1. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) ბუჰგოლცი-1 (უმდაბლესის გამოკლებით);
ბ) ბუჰგოლცი;
გ) მოგებების რაოდენობა;
დ) პროგრესი (რეგრესით).
5.2. A ღია ტურნირში I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასით, მედლით, დიპლომით და
ფულადი პრიზით. II-III ადგილებზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით,
დიპლომებით და ფულადი პრიზებით.
'B' ღია ტურნირში I-III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი
ხარისხის მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით.
6. საპრიზო ფონდი
საერთო საპრიზო ფონდი – 45 000 ლარი
პრიზები დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

- სათაური: 'ნონა-75'
- ავტორი:
- თარიღი: 10-02-2016 9:39 PM
- Tags: