
ოთხამდე შემცირდა ლიდერთა რიცხვი ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ნონას თასის ‘A’ ტურნირის გათამაშებაზე. 4-დან 3,5 ქულით მეწინავე პოზიციებს ინარჩუნებენ: ემილ სუტოვსკი (ისრაელი), კონსტანტინე შანავა, ევგენი რომანოვი (რუსეთი) და ტიგრან ჰარუთინიანი(სომხეთი). ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აქვს სალომე მელიას.
მომდევნო ტურში ყურადღების ცენტრში: შანავა - რომანოვის და ჰარუთინიან - სუტოვსკის შეხვედრა იქნება.
‘B’ ტურნირს კი ქულათა მაქსიმუმით ცოტნე მამულაშვილი ლიდერობს. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ აქტივში: ლევან ბაბუხადიას და მერაბ ცომაიას.
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით
· დებულება

- სათაური: ოთხამდე შემცირდა ლიდერთა რიცხვი...
- ავტორი:
- თარიღი: 26-04-2016 12:16 PM
- Tags: