
ირაკლი ბერაძემ, დავიდ არუთინიანმა და კონსტანტინე შანავამ, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ საქართველოს 76-ე ჩემპიონატის პირველ ლიგაში, I-III ადგილები გაინაწილეს! გამარჯვებულთა ანგარიშზე 9-დან 6,5 ქულა და იანვარში დაგგემილი უმაღლესი ლიგის საგზურებია. საქართველო 76-ე ჩემპიონატში გამსვლელ, მეოთხე საგზურს 6 ქულით და უკეთესი ბუჰგოლცით გიგა ყუფარაძე დაეპატრონა.
ასპარეზობა 38 მონაწილეს შორისშვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. მონაწილეობა მიიღო 14 საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკემ. მათ შორის 3 შორის საერთაშორისო დიდოსტატი და 6 საერთაშორისო ოსტატი იყო.

- სათაური: ოთხეული ცნობილია!
- ავტორი:
- თარიღი: 05-12-2016 12:09 PM
- Tags: