ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ოთხი ტურის შემდეგ...

ბათუმში,  მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით, ერთპიროვნულად  რობერტ ჰოვანისიანი (სომხეთი;2601) ლიდერობს.  

ქართველი მოჭადრაკეებიდან ოთხმა   მონაწილემ დააგროვა სამი ქულა და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

მეწინავეთა ჯგუფში: მიხეილ მჭედლიშვილი (2600), დავიდ არუთინიანი (2536), ლევან ფანცულაია (2593) და ლუკა პაიჭაძე (2581)   იმყოფებიან.

შეგახსენებთ სულ ტურნირში 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს.

ოფიციალური ვებგვერდი

ფოტოგალერეა

 

  • სათაური: ოთხი ტურის შემდეგ...
  • ავტორი:
  • თარიღი: 21-03-2018 2:47 AM
  • Tags:
Top