ორივე ქართველმა მონაწილემ ფრედ დაასრულა შეხვედრა ქალთა მსოფლიო გრან პრის მეოთხე ტურში. ლელა ჯავახიშვილი შავებით ანა მუზიჩუკს დაუზავდა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით ჩინელ ჟაო ქსიუსთან დაასრულა პარტია ყაიმით. ხვალ, მონაწილეები დაისვენებენ. მომდევნო ტური კი 7 ივლისს გაიმართება.
სატურნირო მდგომარეობა:
1.ჰარიკა დრონოვალი - 3,5 ქულა
2.ჰამპი კონერუ - 3 ქულა;
3-5. ბელა ხოტენაშვილი, ანტოანეტა სტეფანოვა, .ჟუ ვენჟუნი, - 2,5 ქულა
6. ანა მუზიჩუკი - 2 ქულა;
7-10.პია კრამლინგი,ოლგა გირია, ლელა ჯავახიშვილი,მარია მუზიჩუკი - 1,5 ქულა;
11-12. ტან ჟონგი,ჟაო ქსიუ - 1 ქულა;
მეხუთე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
ჟაო ქსიუ - მარია მუზიჩუკი
გირია - ხოტენაშვილი
ტან ჟონგი - სტეფანოვა
ჯავახიშვილი - კონერუ
ჟუ ვენჟუნი - ანა მუზიჩუკი
ჰარიკა - კრამლინგი
ტურნირი 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება და საკმაოდ წარმომადგენლობითია. მონაწილეთა შორის არიან: მსოფლიოს ექსჩემპიონები: სტეფანოვა და მარია მუზიჩუკი; ევროპის ექსჩემპიონი პია კრამლინგი; მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები: ჟუ ვენჟუნი, ჟაო ქსიუ, ოლგა გირია; მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მუდმივი ერთ-ერთი ლიდერი, ჰამპი კონერუ.
მონაწილეები შემდეგ დღეებში ასპარეზობენ: 2,3,4,5,7,8,9,10 ,12,13 ივლისი, ხოლო 6 და 11 ივლისი დასვენების დღეებია.
საპრიზო ფონდი - 60 000€
ადგილი |
პრიზი |
სერიის ჩასათვლელი ქულა |
გრან პრის საერთო ჯამური პრიზი |
I |
€10.000 |
160 |
€ 25.000 |
II |
€ 8.250 |
130 |
€ 20.000 |
III |
€ 6.750 |
110 |
€ 15.000 |
IV |
€ 5.750 |
90 |
€ 10.000 |
V |
€ 5.000 |
80 |
€ 7.500 |
VI |
€ 4.500 |
70 |
€ 5.500 |
VII |
€ 4.250 |
60 |
€ 4.000 |
VIII |
€ 4.000 |
50 |
€ 3.000 |
IX |
€ 3.250 |
40 |
|
X |
€ 3.000 |
30 |
|
XI |
€ 2.750 |
20 |
|
XII |
€ 2.500 |
10 |
|
- სათაური: ორივემ ფრედ დაასრულა შეხვედრა
- ავტორი:
- თარიღი: 05-07-2016 8:43 PM
- Tags: