ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ორი ფავორიტის დაპირისპირება დედაქალაქის წარმომადგენელთა სასარგებლოდ დასრულდა

საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა ორი ფავორიტის: კახეთის და თბილისის გუნდების დაპირისპირება.აღსანიშნავია, რომ  წინა სატურნირო რეიტინგ-სიით ფავორიტად  კახელები მოიაზრებოდნენ. პირველ დაფაზე  საქართველოს ნაკრების წევრებმა: ლევან ფანცულაიამ და მიხეილ მჭედლიშვილმა სამჯერ გამეორებით დებიუტშივე დააფიქსირეს ფრე, ლიდერებს მიბაძეს ჭაბუკთა დაფაზე მოთამაშე  გიორგი   სიბაშვილმა და გაგა ბერაძემ. მაგრამ, დანარჩენ დაფებზე უშეღევათო ბრძოლა გაიმართა. შავი ფიგურებით რთული პოზიციაში  კარგად დაიცვა თავი ლაშა ჯანჯღავამ მერაბ გაგუნაშვილთან დაპირისპირებაში.  საქართველოს  ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჟთა შორის,  ზურაბ სტურუამ მისთვის დამახასიათებელ აკადემიურ სტილში  შავი ფიგურებით ყოფილი შეგირდი, ლელა ჯავახიშვილი გადაითამაშა. მარიამ ჭოლაძემ პრაქტიკულად უბრძოლველად ჩააბარა ქულა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს, 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის  ნატალია ბუქსას.ხოლო, სოფო გვეტაძემ ტექნიკურად გამართულად დაამარცხა შავი ფიგურებით  ბელა ხოტენაშვილი.

ხოტენაშვილი  - გვეტაძე

34...ე:f2+ 35.მფ:f2 ლ:h2+ 36.მფe1  ეf8 მოგებით...

‘იოლად გაისეირნა’ აჭარის  გუნდმა  შიდა ქართლთან შეხვედრაში ანგარიშით: 5,5-0,5! ნახევარი ქულა 2014 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს ციალა ქასოშვილმა ‘გამოგლიჯა’ სალომე მელიასთან პარტიაში.

პრაქტიკულად ‘მშრალი’ ანგარიშით (5:1) დაამარცხა ქვემო ქართლის ‘რუსთავმა’ იმერელთა ‘ქუთაისი’.  ამ მატჩში ყაიმამდე იბრძოლეს: ნოე თუთისანმა - თაზო გელაშვილთან და ნინო ჯალაღონიამ -ანა შამათავასთან.

შედარებით წინააღმდეგობა გაუწია  მრისხანე მეტოქეს, მოქმედ ჩემპიონ სამეგრელოს კლუბს რაჭის ახალგაზრდულმა გუნდმა. პირველ დაფაზე მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ნიკა ვოლკოვმა რეიტინგით 2102 - ვაჰე ბაღდასარიანთან (რეიტინგი 2492) დაპირისპირებაში! ფრედ დაასრულეს შეხვედრები: ანა გავაშელმა - მაია ლომინეიშვილთან და ნიკოლოზ პეტრიაშვილმა გიგა ყუფარაძესთან.

ამრიგად, ორი  სათამაშო დღის შემდეგ,   ლაგოდეხში მიმდინარე საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში  სამი ლიდერი გამოიკვეთა:’რუსთავი’, ‘ნონა’ და ‘თბილისი’. დაწვრილებით

მომდევნო ტურში ორი  დაძაბული და ლიდერობისთვის  გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. ‘თბილისი’ რეიტინგით მასზე მაღალ ‘ქვემო  ქართლს’ გაეჯიბრება, ხოლო ‘აჭარა’ ‘სამეგრელოსთან’ მოსინჯავს ძალებს.

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ფოტოგალერეა

 

  • სათაური: ორი ფავორიტის დაპირისპირება დედაქალაქის წარმომადგენელთა სასარგებლოდ დასრულდა
  • ავტორი:
  • თარიღი: 24-09-2016 1:02 AM
  • Tags:
Top