ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პირველი სვლა საპატიო სტუმარმა გააკეთა...

ბათუმის 'შერატონში' დღეს კადეტთა შორის მსოფლიო პირველობის  პირველი ტურის პარტიები გაიმართა.ჩემპიონატის მონაწილე ქართველი ფავორიტის, ნიკოლოზ კაჭარავას  პარტიაში  პირველი სვლა ასპარეზობის საპატიო სტუმარმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარიძემ გააკეთა. შეხვედრა ქართველი მოჭადრაკისათვის წარმატებული აღმოჩნდა და მან პირველი გამარჯვება იზეიმა.

 

ტექნიკური შედეგები:

8 წლამდე გოგონები

8 წლამდე ბიჭები

10 წლამდე გოგონები

10  წლამდე ბიჭები

12 წლამდე გოგონები

12 წლამდე ბიჭები

ჩემპიონატის ოფიციალური  ვებგვერდი

ფოტოგალერეა

 

ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მასში  66 ქვეყნის 728 ნორჩი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.

სათამაშო დღეები:19-24 ოქტომბერი; 26-30 ოქტომბერი. 25 ოქტომბერს მონაწილეები დაისვენებენ.

 

I-V ადგილზე გასული მონაწილეებისათვის დაწესებულია შემდეგი პრიზები:

I    ადგილი - თასი, პერსონალური კომპიუტერი;

II   ადგილი - თასი, პერსონალური კომპიუტერი;

III  ადგილი - თასი; ‘აიფონი’

IV  ადგილი - ‘აიფონი’

V  ადგილი - ფოტოკამერა

 

  • სათაური: პირველი სვლა საპატიო სტუმარმა გააკეთა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 20-10-2016 3:15 AM
  • Tags:
Top