
მოსკოვში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის პრედენდენტთა ტურნირზე, პირველი წრე დასრულდა. შეგახსენებთ რომ, შეჯიბრი 8 მონაწილეს შორის ორ წრედ გაიმართება და გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან მატჩის თამაშის უფლებას მოიპოვებს ტიტულისათვის ბრძოლაში.
ასპარეზობა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს და 7 ტურის შემდეგ მასპინძელთა სასიხარულოდ მათი წარმომადგენელი ინაწილებს პირველობას.
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:
1-2. სერგეი კარიაკინი (რუსეთი;2760), ლევონ არონიანი (სომხეთი; 2786) - 4,5 ქულა;
3. ვიში ანანდი (ინდოეთი; 2762) - 4 ქულა;
4-5. ანიშ გირი (ჰოლანდია; 2793), .ფაბიანო კარუანა (აშშ; 2794) – 3,5 ქულა
6-7. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ; 2790), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი; 2757 ) – 3 ქულა;
8.ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი; 2780) – 2 ქულა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი ორ წრედ ტარდება და გამარჯვებული მოქმედ ჩემპიონს მაგნუს კარლსენს შეხვდება.
ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

- სათაური: პრეტენდენტებმა პირველი წრე დაასრულეს
- ავტორი:
- თარიღი: 20-03-2016 2:39 AM
- Tags: