რუსეთის დედაქალაქში 10 მარტს სტარტი აიღო და 30 მარტამდე გასტანს პრეტენდენტთა ტურნირი ვაჟთა შორის. შეჯიბრი 8 მონაწილეს შორის ორ წრედ გაიმართება და გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან მატჩის თამაშის უფლებას მოიპოვებს უმაღლესი ტიტულისათვის ბრძოლაში.
მონაწილეთა შემადგენლობა:
1.ფაბიანო კარუანა (აშშ; 2794)
2.ანიშ გირი (ჰოლანდია; 2793)
3.ჰიკარუ ნაკამურა (აშშ; 2790)
4.ლევონ არონიანი (სომხეთი; 2786)
5.ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი; 2780)
6.ვიში ანანდი (ინდოეთი; 2762)
7.სერგეი კარიაკინი (რუსეთი;2760)
პირველი ადგილის გაყოფის შემთხვევაში: 1.პირადი შეხვედრები; 2.მოგებათა რაოდენობა; 3.ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი. თუ ყველა მაჩვენებელი თანაბარი იქნება, მაშინ 29 მარტს დმაატებითი ტაი-ბრეიქია განსაზღვრული.
სათამაშო კონტროლი: 100 წუთი 40 სვლაზე, შემდგე 50 წუთი 20 სვლაზე და 15 წუთი პარტიის ბოლომდე; პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
სათამაშო დღეები: 11-13; 15-17; 19-21; 23-25; 27, 28 მარტი. დასვენების დღეები: 14,18 22 და 26 მარტი. პარტიების დასაწყისი - ადგილობრივი დროით 15:00 საათი.
პირველ ტურში პირველი სვლა, გირისა და არონიანის შეხვედრაში, ასპარეზობის საპატიო სტუმარმა, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა გააკეთა
ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი
- სათაური: პრეტენდენტთა ტურნირი
- ავტორი:
- თარიღი: 14-03-2016 5:30 PM
- Tags: