
ბერლინში, დაიწყო 2018 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება - პრეტენდენტთა ტურნირი.ასპარეზობა წრიული სისტემით 2 წრედ (14 ტური) გაიმართება.
სათამაშო დღეები: 10-12 მარტი; 14-16 მარტი; 18-20 მარტი; 22-24 მარტი;26-27 მარტი; 28 მარტი - დამატებითი ტაი-ბრეიქის დღე.
ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ, მაგნუს კარლსენთან თამაშის უფლებას მოიპოვებს. მატჩი ამა წლის 9-28 ნოემბერს ლონდონში გაიმართება.
მონაწილეობენ:
- ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი; 2800)
- სერგეი კარიაკინი (რუსეთი; 2763)
- ლევონ არონიანი (სომხეთი; 2794)
- ფაბიანო კარუანა (აშშ; 2784)
- უესლი სო (აშშ; 2799)
- დინგ ლირენი (ჩინეთი; 2769)
- შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი; 2767)
- ალექსანდრ გრიშუკი (გერმანია; 2767)

- სათაური: პრეტენდენტთა ტურნირი
- ავტორი:
- თარიღი: 10-03-2018 11:42 PM
- Tags: